მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა არის ცნობილი პირის შესახებ, რომელმაც ტრამპის მონაწილეობით მიღებაზე ცეცხლი გახსნა?

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პოლიცია
აშშ-ის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2026
გამოწერა
ინციდენტი 25 აპრილის საღამოს, სასტუმრო Washington Hilton-ის დარბაზში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპის თაოსნობით თეთრი სახლის კორესპონდენტებთან საზეიმო ვახშამი იმართებოდა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. პირმა, რომელმაც იმ ღონისძიებაზე გახსნა ცეცხლი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობდა, დაკავების შემდეგ აღიარა, რომ მისი თავდასხმის სამიზნე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იყვნენ.
CBS News-ის ინფორმაციით, მსროლელი კალიფორნიის შტატის მკვიდრი, 31 წლის კოულ ტომას ალანია. იგი იმავე სასტუმროს სტუმარი იყო, სადაც ღონისძიება იმართებოდა.
სოციალურ ქსელებში მამაკაცის პროფილის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ფირმა C2 Education-ში პედაგოგად მუშაობდა, 2024 წლის დეკემბერში კი „თვის საუკეთესო მასწავლებლის“ ჯილდო მიიღო.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი კბილებამდე შეიარაღებული იყო — მას თან ჰქონდა საფანტის თოფი (დრობოვიკი), პისტოლეტი და რამდენიმე დანა.
თავდამსხმელმა რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც საიდუმლო სამსახურის აგენტი მსუბუქად დაიჭრა — მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი იცავდა. დაზიანებები მიიღო თავად თავდამსხმელმაც.
ინციდენტი 25 აპრილის საღამოს, სასტუმრო Washington Hilton-ის დარბაზში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპის თაოსნობით თეთრი სახლის კორესპონდენტებთან საზეიმო ვახშამი იმართებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0