https://sputnik-georgia.com/20260426/shio-eklesia-didad-apasebs-qalis-rols-298311300.html
მეუფე შიო: ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში
მეუფე შიო: ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში
Sputnik საქართველო
აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართაღმართებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში... 26.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-26T21:35+0400
2026-04-26T21:35+0400
2026-04-26T21:35+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საეკლესიო კალენდარი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/19/298303800_0:143:2048:1295_1920x0_80_0_0_d50bb318d8b66222444438e960058365.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში, თუმცა, არ იღებს და ეწინააღმდეგება იმ დამოკიდებულებას, რომელიც აკნინებს ქალის, როგორც დედისა და მეუღლის მნიშვნელობას, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართაღმართებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდა.მეუფე შიოს თქმით, მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას. ეკლესია ყოველთვის პატივს სცემდა და განსაკუთრებით იხსენიებდა იმ ქალთა მრავალრიცხოვან დასებს, რომლებიც განდიდდნენ მოწამეობით, მონაზვნობით, წმინდა ცხოვრებით, დასძინა მან.როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღნიშნა, ქალი დაჯილდოებულია ნამდვილი უნივერსალიზმით, იგი უვლის ოჯახს, „ასწრებს სამსახურშიც, ასწრებს ეკლესიაშიც, ასწრებს ხშირად ჩვენზე უფრო მოშურნედ მიცვალებულთა მოხსენიებასაც, ცოცხალთა მოხსენიებასაც". „ამდენად ჩვენს ძვირფას ქალებს აქვთ თავიანთი განსაკუთრებული დღესასწაული. ეს არის დღევანდელი მენელსაცხებლე დედების ხსენება. ჩვენო ძვირფასო ქალებო, ჩვენო დედებო, დებო, შვილებო, გილოცავთ ამ დღესასწაულს! ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, მოგცეთ წყალობა ღვთისა და ძალა, რომ ყოველთვის მიბაძოთ და მიემსგავსოთ თქვენს დიდ წინამორბედებს - წმინდა მენელსაცხებლე დედებს", - განაცხადა მეუფემ.მეუფე შიომ მრევლს ასევე მიულოცა ჯვართაღმართება. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმინდა მეფის მირიანის დროიდან დაწესდა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს უძველესი დღესასწაული 2007 წელს, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII–ის ლოცვა–კურთხევით აღადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/19/298303800_66:0:1982:1437_1920x0_80_0_0_de5ffeb4a9ad419fdbf14b3ec3964fb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
მეუფე შიო: ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში
აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართაღმართებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში, თუმცა, არ იღებს და ეწინააღმდეგება იმ დამოკიდებულებას, რომელიც აკნინებს ქალის, როგორც დედისა და მეუღლის მნიშვნელობას, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართაღმართებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდა.
მეუფე შიოს თქმით, მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას. ეკლესია ყოველთვის პატივს სცემდა და განსაკუთრებით იხსენიებდა იმ ქალთა მრავალრიცხოვან დასებს, რომლებიც განდიდდნენ მოწამეობით, მონაზვნობით, წმინდა ცხოვრებით, დასძინა მან.
„ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე, საერთოდ, საზოგადოებაში, მაგრამ, ამავე დროს, არ იღებს და ეწინააღმდეგება იმ დამოკიდებულებას, რომელიც აკნინებს ქალის მნიშვნელობას, როგორც დედისა და მეუღლისა. ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს მათი ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას და მათი მოწოდებების ერთნაირობას როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში. ქალსაც და მამაკაცსაც ღმერთმა ჩაუდო ბუნებაში სხვადასხვა დანიშნულება და ამის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ წასვლას", - განაცხადა მეუფე შიომ.
როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღნიშნა, ქალი დაჯილდოებულია ნამდვილი უნივერსალიზმით, იგი უვლის ოჯახს, „ასწრებს სამსახურშიც, ასწრებს ეკლესიაშიც, ასწრებს ხშირად ჩვენზე უფრო მოშურნედ მიცვალებულთა მოხსენიებასაც, ცოცხალთა მოხსენიებასაც".
„ამდენად ჩვენს ძვირფას ქალებს აქვთ თავიანთი განსაკუთრებული დღესასწაული. ეს არის დღევანდელი მენელსაცხებლე დედების ხსენება. ჩვენო ძვირფასო ქალებო, ჩვენო დედებო, დებო, შვილებო, გილოცავთ ამ დღესასწაულს! ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, მოგცეთ წყალობა ღვთისა და ძალა, რომ ყოველთვის მიბაძოთ და მიემსგავსოთ თქვენს დიდ წინამორბედებს - წმინდა მენელსაცხებლე დედებს", - განაცხადა მეუფემ.
მეუფე შიომ მრევლს ასევე მიულოცა ჯვართაღმართება. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმინდა მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს უძველესი დღესასწაული 2007 წელს, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII–ის ლოცვა–კურთხევით აღადგინა.