საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92 მამაკაცი მოდის - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerქალი და მამაკაცი
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2026
გამოწერა
საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 3,941 მილიონ ადამიანს შეადგენს.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 2.053 მილიონი ქალი და 1.887 მილიონი მამაკაცი ცხოვრობდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ამრიგად, უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველ 100 ქალზე 92 მამაკაცი მოდის. გარდა ამისა, საქართველოში 50 წლამდე მამაკაცების რაოდენობა ქალებზე მეტია.
საქართველოს მოსახლეობა ჯამში 3,941 მილიონ ადამიანს შეადგენს. 1 კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 69 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, თუ თბილისში საშუალოდ 2.715 ადამიანი ცხოვრობს კვადრატულ კილომეტრზე, მაშინ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - მხოლოდ 6 ადამიანი.
აჭარაში კვადრატულ კილომეტრზე 142 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - იმერეთსა და ქვემო ქართლში - შესაბამისად, 77 და 68 ადამიანი.
საქართველოს მოსახლეობის ასაკი
ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია. საქართველოში მამაკაცების საშუალო ასაკი 36,4 წელია, ხოლო ქალების - 40,3.
საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76 წელია. მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი 71,4 წელია, ხოლო ქალებისთვის - 80,6 წელი.
სტატისტიკოსები ქვეყნის შრომისუნარიან მოსახლეობად 14-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს მიიჩნევენ, რომლებიც მოსახლეობის 64,3%-ს შეადგენენ. 14 წლამდე ბავშვები მთლიანი მოსახლეობის 19,3%-ს შეადგენენ, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები - 16,4%-ს.
საქართველოში ასაკობრივ ჯგუფებს შორის ლიდერობენ 10-დან 14 წლამდე ბავშვები, შემდეგ მოდის 35-დან 39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, ხოლო მესამე ადგილს 60-დან 64 წლამდე ადამიანები იკავებენ.
19-დან 39 წლამდე ადამიანები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ, ისევე როგორც 40-დან 59 წლამდე ადამიანები.
ყველა ახალი ამბავი
0