https://sputnik-georgia.com/20260426/ruset-ukrainis-konfliqti-298417197.html
მოსაზრება: უკრაინა-ნატო — უკუქცევის წერტილი არ არსებობს
მოსაზრება: უკრაინა-ნატო — უკუქცევის წერტილი არ არსებობს
Sputnik საქართველო
ნატოს ევროპის ქვეყნების პირდაპირი ტექნოლოგიური ჩართულობის ზრდა უკრაინულ სამხედრო მოქმედებათა თეატრში აიძულებს მოსკოვს, გამოიყენოს „შოკური ინსტრუმენტები“... 26.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-26T12:33+0400
2026-04-26T12:33+0400
2026-05-03T12:33+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281017998_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_374fbfa3e66aff9531835057858ecef1.jpg
ნატოს ევროპის ქვეყნების პირდაპირი ტექნოლოგიური ჩართულობის ზრდა უკრაინულ სამხედრო მოქმედებათა თეატრში აიძულებს მოსკოვს, გამოიყენოს „შოკური ინსტრუმენტები“. ობიექტურად, საკითხი რუსეთის მხრიდან „მსურველთა კოალიციაზე“ დარტყმების შესახებ უკვე აღარ დგას, როგორც აბსტრაქტული „ყოფნა - არ ყოფნა“, არამედ სრულიად კონკრეტულად – როდის, სად და რამდენი. ანტირუსულად შეშლილი ევროპა თანმიმდევრულად აყალიბებს თვითგანადგურების გარდაუვალობას.იზრდება რუსეთის მაღალი სიზუსტის დარტყმების ინტენსივობა მოწინააღმდეგის ობიექტებზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ასე, 26 აპრილს დარტყმები მიეყენდა შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების შენახვისა და გაშვების ბაზებს, ასევე ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენება 140 რაიონში. დაჯგუფებებმა „დასავლეთი“, „სამხრეთი“, „ჩრდილოეთი“ და „აღმოსავლეთი“ გასულ დღე-ღამეში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტოების მართვის 112 პუნქტი. რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 26 აპრილს ჩამოაგდეს უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული,თვითმფრინავის ტიპის 530 უპილოტო აპარატი. რაც ბევრია. უფრო მეტი მხოლოდ 7 მარტს გაანადგურეს – 637 ანალოგიური დრონი.სევასტოპოლში კვირა ღამეს ჩამოაგდეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი, დაზიანება მიიღო 200-ზე მეტმა სამოქალაქო ობიექტმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებს გადაჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებები მეტალის ბურთულებით დაზიანების ზონის გასაზრდელად. ერთი დღით ადრე, მოწინააღმდეგის უპილოტოებმა ურალამდე მიაღწიეს. რატომ ვერ დახურა რუსეთის შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მასობრივი წარმოებისა და აქტიური გამოყენების საკითხი? იმიტომ, რომ „უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი“ მუშაობს ევროპის რვა ქვეყნის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს გამოაქვეყნა შესაბამისი მისამართების სია. ასეთი პროქსი-წარმოების დაუცველობის პრობლემა თავისთავად არ გაქრება.ცოცხალი ძალის მრავალმილიონიანი დანაკარგებისა და ფრონტზე უკრაინის არმიის ქრონიკული წარუმატებლობების კომპენსაციისთვის საჭიროა ათასობით უპილოტო აპარატი. აპრილში ნატომ და ევროკავშირმა საგრძნობლად გააქტიურეს კიევის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა. ევროპული მიწოდებები იზრდება დაუსჯელობის ფაქტორის შედეგადაც.ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე შონ კლენსი 21-24 აპრილს კიევში შეხვდნენ პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას (უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ სტუმრებს/მასპინძლებს ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო), მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოების ფორუმში. ცხადია, ევროპელი სამხედრო ხელმძღვანელების ინტერესებში მყარი მშვიდობა და რეალური უსაფრთხოება უკრაინაში არ შედის. მათთვის რუსეთი მოსისხლე მტერია.ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ბრიუსელში 23 აპრილს გამართულ ერთობლივ სხდომაზე დაასახელეს კურსი -„უკრაინის უფრო თანმიმდევრული და კოორდინირებული მხარდაჭერისკენ“. იგულისხმება გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერა. აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად სიტყვები და განზრახვები, რამდენადაც რეალური რიცხვები და ფაქტები, ომის დაფინანსება და კიევისთვის იარაღის მიწოდება.ბელგიის ხელისუფლება გეგმავს, ბანდერეველებს მიაწოდოს 15 თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard (ორი 35-მმ-იანი საზენიტო ქვემეხი და რადიოლოკაციური სადგური Leopard I-ის ბაზაზე), აპრილში დამტკიცებული 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში. ეს მანქანები გამოშვებულია 1970-იან წლებში და 25 წელზე მეტია, ამოღებულია შეიარაღებიდან. კოშკური სისტემების მოდერნიზაციას უკრაინა თავად განახორციელებს. მანამდე ეგერმანიამ უკვე მიაწოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით მსგავსი „გეპარდი“.უნგრეთმა 22 აპრილს უარი თქვა წინააღმდეგობაზე, რომ ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი მიეცა კიევის რეჟიმის სამხედრო დახმარებისთვის რუსეთთან ბრძოლაში. ეს გარღვევა არ არის, რადგან ევროპული ქვეყნები კიევის მარიონეტებს მხარს უჭერენ მრავალი პროგრამით, ინიციატივითა და მექანიზმით: PURL, NSATU, JATEC, CAP, NRU, უკრაინა–ნატოს საბჭო. ევროკავშირის სამხედრო მისიამ 90 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა.ამერიკული ჟურნალის Military Watch-ის მონაცემებით, აპრილში ლონდონმა გადაადგილა Eurofighter-ის გამანადგურებლები „უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად რუმინეთში განლაგებული წინასწარი ბაზებიდან“. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ „პირველად დაუშვა… Eurofighter-ის გამანადგურებლებს უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება“. სწორედ ასე – Russian aircraft. ეს არის „ბრიტანეთის პირდაპირი მონაწილეობის გაფართოება რუსეთთან ომში“. თუმცა სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ Eurofighter-ის გამოყენების მიზანშეწონილობაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ – სამეფო გამანადგურებლები აღჭურვილია რადარით, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ მოძველდა. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ზედმეტად სწრაფად უარყო რუმინეთის განცხადება იმის შესახებ, რომ 25 აპრილს დილით ორმა „Eurofighter“-მა უკრაინის ცაში რუსული უპილოტოები ჩამოაგდო.საფრანგეთმა აპრილის დასაწყისში Rafale-ის გამანადგურებლები გადაიყვანა ლიტვის ავიაბაზა შიაულიაიში – რუსეთის საზღვრიდან 130 კმ-ზე - და ჩაიბარა ნატოს მისიის ხელმძღვანელობა ბალტიის თავზე საჰაერო სივრცის პატრულირებაში. დღეს საფრანგეთი და პოლონეთი ემზადებიან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ბალტიის რეგიონში, რუსეთსა და ბელარუსზე დარტყმების დამუშავებისთვის. ამასთან, საფრანგეთი პოლონეთში Rafale-ის გამანადგურებლებს ანაწილებს, რომლებიც აღჭურვილია ტაქტიკური ბირთვული იარაღით. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ პარიზი საკუთარ ბირთვულ არსენალს გაიზიარებს და მაშინ ევროკავშირის წევრები მიიღებენ „შესაძლებლობას, ბირთვული დარტყმები განახორციელონ ვაშინგტონისგან დამოუკიდებლად“.გაზაფხულის გამწვავება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი შეეხო. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა: „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ყველა ენერგოობიექტიდან და უკრაინას სრული კონტროლი“ დაუბრუნოს. როგორც ჩანს, ევროპამ 15 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილება არ გაითვალისწინა.გამოცემა Economist-მა აღნიშნა: „ევროკავშირი გადის უპრეცედენტო მილიტარიზაციას და სწრაფად თავისუფლდება პაციფისტის იმიჯისგან“. აშკარაა, რომ ევროპამ გადაკვეთა უკუსვლის წერტილი, და მოსკოვმა უნდა მოამზადოს/გამოიყენოს „შოკური ინსტრუმენტები“. არსებულ რეალობაში სხვა არჩევანი არ არის.ცნობილი რუსი ეკონომისტი და პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი, რომელსაც დასავლეთში „პუტინის ჩრდილოვან სტრატეგად“ მოიხსენიებენ, მიიჩნევს, რომ შეშლილ ევროპელ ლიდერებთან დიალოგი უაზრობაა, ხოლო უკრაინის ევროპული მხარდაჭერის შეჩერება მხოლოდ ბირთვული იარაღის ლოკალური გამოყენებითაა შესაძლებელი. კარაგანოვმა აღნიშნა: „ევროპა კაცობრიობის ყველა უბედურების წყაროა“. და შესთავაზა მძიმე გადაწყვეტილების მიღება: „მკაცრად შეჩერდეს ევროპა“, რომელიც კვლავ შეშლილია. „თუ მას არ შევაჩერებთ, იქნება დიდი ომი, რომელიც მაინც გამოიწვევს ევროპის განადგურებას“. ლოგიკა „უმწიკვლოა“, რადგან მოუგვარებელი პრობლემები მომავალზე პროეცირდება.კრემლში 26 აპრილს აღნიშნეს კიევის “ნერვული” რეაქცია რუსეთის ჯარების წარმატებებზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა: „შემდეგ იქნება უარესი, საჭირო გახდება, კიდევ უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება“. დიპლომატიური ენიდან თუ ვთარგმნით, როცა მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. დიახ, სასურველია, ეს მოხდეს ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე. რუსეთის სტრატეგიული მოთმინება იწურება, ხოლო ისტორიას „წითელი ხაზებით“ არ წერენ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281017998_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2533a387ca33b4d7fafe83f27595f5b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ნატოს ევროპის ქვეყნების პირდაპირი ტექნოლოგიური ჩართულობის ზრდა უკრაინულ სამხედრო მოქმედებათა თეატრში აიძულებს მოსკოვს, გამოიყენოს „შოკური ინსტრუმენტები“. ობიექტურად, საკითხი რუსეთის მხრიდან „მსურველთა კოალიციაზე“ დარტყმების შესახებ უკვე აღარ დგას, როგორც აბსტრაქტული „ყოფნა - არ ყოფნა“, არამედ სრულიად კონკრეტულად – როდის, სად და რამდენი. ანტირუსულად შეშლილი ევროპა თანმიმდევრულად აყალიბებს თვითგანადგურების გარდაუვალობას.
იზრდება რუსეთის მაღალი სიზუსტის დარტყმების ინტენსივობა მოწინააღმდეგის ობიექტებზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ასე, 26 აპრილს დარტყმები მიეყენდა შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების შენახვისა და გაშვების ბაზებს, ასევე ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენება 140 რაიონში. დაჯგუფებებმა „დასავლეთი“, „სამხრეთი“, „ჩრდილოეთი“ და „აღმოსავლეთი“ გასულ დღე-ღამეში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტოების მართვის 112 პუნქტი. რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 26 აპრილს ჩამოაგდეს უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული,თვითმფრინავის ტიპის 530 უპილოტო აპარატი. რაც ბევრია. უფრო მეტი მხოლოდ 7 მარტს გაანადგურეს – 637 ანალოგიური დრონი.
სევასტოპოლში კვირა ღამეს ჩამოაგდეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი, დაზიანება მიიღო 200-ზე მეტმა სამოქალაქო ობიექტმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებს გადაჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებები მეტალის ბურთულებით დაზიანების ზონის გასაზრდელად. ერთი დღით ადრე, მოწინააღმდეგის უპილოტოებმა ურალამდე მიაღწიეს. რატომ ვერ დახურა რუსეთის შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მასობრივი წარმოებისა და აქტიური გამოყენების საკითხი? იმიტომ, რომ „უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი“ მუშაობს ევროპის რვა ქვეყნის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს გამოაქვეყნა შესაბამისი მისამართების სია. ასეთი პროქსი-წარმოების დაუცველობის პრობლემა თავისთავად არ გაქრება.
ცოცხალი ძალის მრავალმილიონიანი დანაკარგებისა და ფრონტზე უკრაინის არმიის ქრონიკული წარუმატებლობების კომპენსაციისთვის საჭიროა ათასობით უპილოტო აპარატი. აპრილში ნატომ და ევროკავშირმა საგრძნობლად გააქტიურეს კიევის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა. ევროპული მიწოდებები იზრდება დაუსჯელობის ფაქტორის შედეგადაც.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე შონ კლენსი 21-24 აპრილს კიევში შეხვდნენ პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას (უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ სტუმრებს/მასპინძლებს ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო), მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოების ფორუმში. ცხადია, ევროპელი სამხედრო ხელმძღვანელების ინტერესებში მყარი მშვიდობა და რეალური უსაფრთხოება უკრაინაში არ შედის. მათთვის რუსეთი მოსისხლე მტერია.
ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ბრიუსელში 23 აპრილს გამართულ ერთობლივ სხდომაზე დაასახელეს კურსი -„უკრაინის უფრო თანმიმდევრული და კოორდინირებული მხარდაჭერისკენ“. იგულისხმება გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერა. აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად სიტყვები და განზრახვები, რამდენადაც რეალური რიცხვები და ფაქტები, ომის დაფინანსება და კიევისთვის იარაღის მიწოდება.
ბელგიის ხელისუფლება გეგმავს, ბანდერეველებს მიაწოდოს 15 თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard (ორი 35-მმ-იანი საზენიტო ქვემეხი და რადიოლოკაციური სადგური Leopard I-ის ბაზაზე), აპრილში დამტკიცებული 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში. ეს მანქანები გამოშვებულია 1970-იან წლებში და 25 წელზე მეტია, ამოღებულია შეიარაღებიდან. კოშკური სისტემების მოდერნიზაციას უკრაინა თავად განახორციელებს. მანამდე ეგერმანიამ უკვე მიაწოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით მსგავსი „გეპარდი“.
უნგრეთმა 22 აპრილს უარი თქვა წინააღმდეგობაზე, რომ ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი მიეცა კიევის რეჟიმის სამხედრო დახმარებისთვის რუსეთთან ბრძოლაში. ეს გარღვევა არ არის, რადგან ევროპული ქვეყნები კიევის მარიონეტებს მხარს უჭერენ მრავალი პროგრამით, ინიციატივითა და მექანიზმით: PURL, NSATU, JATEC, CAP, NRU, უკრაინა–ნატოს საბჭო. ევროკავშირის სამხედრო მისიამ 90 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა.
ამერიკული ჟურნალის Military Watch-ის მონაცემებით, აპრილში ლონდონმა გადაადგილა Eurofighter-ის გამანადგურებლები „უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად რუმინეთში განლაგებული წინასწარი ბაზებიდან“. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ „პირველად დაუშვა… Eurofighter-ის გამანადგურებლებს უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება“. სწორედ ასე – Russian aircraft. ეს არის „ბრიტანეთის პირდაპირი მონაწილეობის გაფართოება რუსეთთან ომში“. თუმცა სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ Eurofighter-ის გამოყენების მიზანშეწონილობაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ – სამეფო გამანადგურებლები აღჭურვილია რადარით, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ მოძველდა. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ზედმეტად სწრაფად უარყო რუმინეთის განცხადება იმის შესახებ, რომ 25 აპრილს დილით ორმა „Eurofighter“-მა უკრაინის ცაში რუსული უპილოტოები ჩამოაგდო.
საფრანგეთმა აპრილის დასაწყისში Rafale-ის გამანადგურებლები გადაიყვანა ლიტვის ავიაბაზა შიაულიაიში – რუსეთის საზღვრიდან 130 კმ-ზე - და ჩაიბარა ნატოს მისიის ხელმძღვანელობა ბალტიის თავზე საჰაერო სივრცის პატრულირებაში. დღეს საფრანგეთი და პოლონეთი ემზადებიან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ბალტიის რეგიონში, რუსეთსა და ბელარუსზე დარტყმების დამუშავებისთვის. ამასთან, საფრანგეთი პოლონეთში Rafale-ის გამანადგურებლებს ანაწილებს, რომლებიც აღჭურვილია ტაქტიკური ბირთვული იარაღით. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ პარიზი საკუთარ ბირთვულ არსენალს გაიზიარებს და მაშინ ევროკავშირის წევრები მიიღებენ „შესაძლებლობას, ბირთვული დარტყმები განახორციელონ ვაშინგტონისგან დამოუკიდებლად“.
გაზაფხულის გამწვავება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი შეეხო. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა: „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ყველა ენერგოობიექტიდან და უკრაინას სრული კონტროლი“ დაუბრუნოს. როგორც ჩანს, ევროპამ 15 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილება არ გაითვალისწინა.
გამოცემა Economist-მა აღნიშნა: „ევროკავშირი გადის უპრეცედენტო მილიტარიზაციას და სწრაფად თავისუფლდება პაციფისტის იმიჯისგან“. აშკარაა, რომ ევროპამ გადაკვეთა უკუსვლის წერტილი, და მოსკოვმა უნდა მოამზადოს/გამოიყენოს „შოკური ინსტრუმენტები“. არსებულ რეალობაში სხვა არჩევანი არ არის.
ცნობილი რუსი ეკონომისტი და პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი, რომელსაც დასავლეთში „პუტინის ჩრდილოვან სტრატეგად“ მოიხსენიებენ, მიიჩნევს, რომ შეშლილ ევროპელ ლიდერებთან დიალოგი უაზრობაა, ხოლო უკრაინის ევროპული მხარდაჭერის შეჩერება მხოლოდ ბირთვული იარაღის ლოკალური გამოყენებითაა შესაძლებელი. კარაგანოვმა აღნიშნა: „ევროპა კაცობრიობის ყველა უბედურების წყაროა“. და შესთავაზა მძიმე გადაწყვეტილების მიღება: „მკაცრად შეჩერდეს ევროპა“, რომელიც კვლავ შეშლილია. „თუ მას არ შევაჩერებთ, იქნება დიდი ომი, რომელიც მაინც გამოიწვევს ევროპის განადგურებას“. ლოგიკა „უმწიკვლოა“, რადგან მოუგვარებელი პრობლემები მომავალზე პროეცირდება.
კრემლში 26 აპრილს აღნიშნეს კიევის “ნერვული” რეაქცია რუსეთის ჯარების წარმატებებზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა: „შემდეგ იქნება უარესი, საჭირო გახდება, კიდევ უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება“. დიპლომატიური ენიდან თუ ვთარგმნით, როცა მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. დიახ, სასურველია, ეს მოხდეს ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე. რუსეთის სტრატეგიული მოთმინება იწურება, ხოლო ისტორიას „წითელი ხაზებით“ არ წერენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე