მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვმა ევროპის პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით არაგონივრული და მცდარი უწოდა

© photo: Sputnik / Sergei Bobilev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2026
გამოწერა
როგორც რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ადრე ივარაუდა, მაისში ევროპასა და დიდ ბრიტანეთს ეკონომიკური კრიზისის „ცუნამი“ და მისი უმძიმესი შედეგები დაატყდება თავს.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ევროპელი პოლიტიკოსები არაგონივრულად იქცევიან და შეცდომას უშვებენ, როდესაც საკუთარ ქვეყნებში „ტოტალური რუსოფობიის“ პოლიტიკას ატარებენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„რუსეთის ევროპის არსებობისთვის მთავარ საფრთხედ გამოცხადება არაგონივრული და მცდარია“, — განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება და რთულ პერიოდს არა მხოლოდ ევროპული ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროები გადის, არამედ მთავარი კრიზისი საკუთარი თავისა და ორიენტირების გააზრებაში მდგომარეობს.
„ევროპაში კრიზისი ღრმავდება. ეს არის ეკონომიკური, ეგზისტენციალური და უსაფრთხოების სფეროს კრიზისი, თუმცა, უმთავრესი მაინც საკუთარი თავისა და ძირითადი ორიენტირების აღქმის კრიზისია“, — განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რუსეთი ვერ იქნება ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე, რადგანაც, როგორც ევრაზიული სახელმწიფო, იგი თავად არის ევროპის შემადგენელი ნაწილი.
გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია რუსეთისა და მისი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ ევროპელ პოლიტიკოსებს უფრო პრაგმატულად განწყობილი ლიდერები შეცვლიან, რომლებიც ევროპაში არსებული ვითარების გამოსწორებას შეძლებენ.
„ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა წარმოუდგენელია რუსეთის ინტერესების გათვალისწინებისა და მასში რუსეთის მონაწილეობის გარეშე. აქ მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ პოლიტიკოსების ეს პლეადა დროსთან ერთად ადგილს უფრო პრაგმატულად განწყობილ ლიდერებს დაუთმობს. თუმცა, ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, სრულიად დამთრგუნველი სურათია“, — განაცხადა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ივარაუდა, რომ მაისში ევროპასა და დიდ ბრიტანეთს ეკონომიკური კრიზისის „ცუნამი“ და მისი უმძიმესი შედეგები დაატყდება თავს.
მისი განმარტებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ყურადღება გარე მტრების ძიებაზე კი არ უნდა გაამახვილოს, არამედ უნდა შეცვალოს რუსეთთან კონფლიქტის გამწვავებისკენ მიმართული პოლიტიკა.
ყველა ახალი ამბავი
0