https://sputnik-georgia.com/20260426/miusapari-cxovelebis-sterilizaciis-programis-shedegebi-cnobilia-298306594.html
მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამა: 2025 წლის მონაცემები
მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამა: 2025 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა. 26.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-26T14:52+0400
2026-04-26T14:52+0400
2026-04-26T14:52+0400
საქართველო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e93045c91d44017299dac0634e70ec88.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში 11.514 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა, ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ევთანაზიის მეთოდს 145 შემთხვევაში მიმართეს, ხოლო 2.050 ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. ამავე პერიოდში, სააგენტომ სულ 17.315 მიუსაფარი ძაღლი/კატა მიიღო.გასულ წელს უწყებაში 66,019 შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც რეაგირება 20.120 შემთხვევაზე მოხდა და 14.709 ცხოველის თავშესაფრებში გადაყვანა განხორციელდა - ახალი მეპატრონე 450-მა ძაღლმა/კატამ „იპოვა".საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ 2025 წლიდან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაამკაცროს კონტროლი სახლის პირობებში შინაური ცხოველების მოშენებაზე. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს შერეული ჯიშის (მეტისების) ძაღლების, ერთიან მონაცემთა ბაზაში დაურეგისტრირებელი ძაღლების და პოტენციურად მაღალი რისკის მქონე ძაღლების მოშენებას.2026 წლიდან ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენებისთვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტიდან ნებართვის აღება, ვეტერინარული კლინიკის ცნობა და მოშენებაზე ნებართვა კლუბისგან. საქართველოში მოშენების წესების დარღვევა 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.მაღალი ჯარიმებია ასევე დაწესებული შინაური ცხოველების ქუჩაში დატოვებისთვის, დაურეგისტრირებელი ძაღლებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულად ჩაუტარებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_80e1e79c3cea1c1e2f87823481774139.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამა: 2025 წლის მონაცემები
საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში 11.514 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა, ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ევთანაზიის მეთოდს 145 შემთხვევაში მიმართეს, ხოლო 2.050 ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. ამავე პერიოდში, სააგენტომ სულ 17.315 მიუსაფარი ძაღლი/კატა მიიღო.
გასულ წელს უწყებაში 66,019 შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც რეაგირება 20.120 შემთხვევაზე მოხდა და 14.709 ცხოველის თავშესაფრებში გადაყვანა განხორციელდა - ახალი მეპატრონე 450-მა ძაღლმა/კატამ „იპოვა".
საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სერიოზულად დგას. მათი დიდი რაოდენობა ქვეყნისთვის პრობლემაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ 2025 წლიდან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაამკაცროს კონტროლი სახლის პირობებში შინაური ცხოველების მოშენებაზე. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს შერეული ჯიშის (მეტისების) ძაღლების, ერთიან მონაცემთა ბაზაში დაურეგისტრირებელი ძაღლების და პოტენციურად მაღალი რისკის მქონე ძაღლების მოშენებას.
2026 წლიდან ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენებისთვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტიდან ნებართვის აღება, ვეტერინარული კლინიკის ცნობა და მოშენებაზე ნებართვა კლუბისგან. საქართველოში მოშენების წესების დარღვევა 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
მაღალი ჯარიმებია ასევე დაწესებული შინაური ცხოველების ქუჩაში დატოვებისთვის, დაურეგისტრირებელი ძაღლებისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულად ჩაუტარებლობისთვის.