https://sputnik-georgia.com/20260425/meufe-sio-cvens-qveyanas-eyoleba-didi-meoxi-sasufevelsi-298301595.html
მეუფე შიო: ჩვენს ქვეყანას ეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში
მეუფე შიო: ჩვენს ქვეყანას ეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში
Sputnik საქართველო
დღემდე არ წყდება ხალხის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან, აღნიშნა მიტროპოლიტმა. 25.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-25T16:19+0400
2026-04-25T16:19+0400
2026-04-25T16:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:741_1920x0_80_0_0_2533bd24880dbcd7397169821d5c0e23.jpg
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ილია მეორის სული დაიმკვიდრებს მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან საქართველოს ეყოლება დიდი მეოხი და მფარველი, რომელიც თავისი ლოცვით დაეხმარება ქვეყანას ღირსეულად გააგრძელოს მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მისი უწმინდესობის სულის საოხად წირვა და პანაშვიდი აღასრულა.როგორც თავის ქადაგებაში საპატრიარქოს მოსაყდრემ აღნიშნა, გავლილი 40 დღე იქცა ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე, ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად.„ის, რისი მომსწრენიც გავხდით, იმ უჩვეულო სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოღვიძება და აღმავლობაც“, - აღნიშნა მან.დღემდე არ წყდება ხალხის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან, აღნიშნა მიტროპოლიტმა.წირვაზე სიონში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნების" სხვა წევრები მივიდნენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვის და გულის უკმარისობა გახდა. მისი პატრიარქობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.როგორც ამ კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის სამი კანდიდატი დასახელდება, 28 აპრილს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:987_1920x0_80_0_0_e0b8cccd91db4323be6f1d763e98b96c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
მეუფე შიო: ჩვენს ქვეყანას ეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში
დღემდე არ წყდება ხალხის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან, აღნიშნა მიტროპოლიტმა.
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ილია მეორის სული დაიმკვიდრებს მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან საქართველოს ეყოლება დიდი მეოხი და მფარველი, რომელიც თავისი ლოცვით დაეხმარება ქვეყანას ღირსეულად გააგრძელოს მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მისი უწმინდესობის სულის საოხად წირვა და პანაშვიდი აღასრულა.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და განსაკუთრებით იმაზე, რასაც გვიქადაგებდა – მშვიდობაზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე“, - განაცხადა მეუფე შიომ.
როგორც თავის ქადაგებაში საპატრიარქოს მოსაყდრემ აღნიშნა, გავლილი 40 დღე იქცა ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე, ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად.
„ის, რისი მომსწრენიც გავხდით, იმ უჩვეულო სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოღვიძება და აღმავლობაც“, - აღნიშნა მან.
დღემდე არ წყდება ხალხის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან, აღნიშნა მიტროპოლიტმა.
„ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს, გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული ეფინებოდა ყველას, განურჩევლად ასაკი და სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა“, - აღნიშნა მეუფემ.
წირვაზე სიონში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნების" სხვა წევრები მივიდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვის და გულის უკმარისობა გახდა. მისი პატრიარქობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
როგორც ამ კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის სამი კანდიდატი დასახელდება, 28 აპრილს გაიმართება.