საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა – ვიდეო

გამოწერა
25 აპრილს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.
პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად ტაძარში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები და ასობით მორწმუნე შეიკრიბა.
გუშინ, საქართველოს საპატრიარქომ საზოგადოებას მოუწოდა ელოცათ ილია II-სთვის, რადგან გარდაცვალებიდან მე-40 დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ლიტურგიის შემდეგ მოსაყდრე შიომ მისი უწმინდესობის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ყველა ახალი ამბავი
0