https://sputnik-georgia.com/20260424/saqartvelo-soflis-meurneobas-ufro-aqtiurad-ganavitarebs-semusavda-axali-programa-298280502.html
საქართველო სოფლის მეურნეობას უფრო აქტიურად განავითარებს - შემუშავდა ახალი პროგრამა
საქართველო სოფლის მეურნეობას უფრო აქტიურად განავითარებს - შემუშავდა ახალი პროგრამა
Sputnik საქართველო
პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. 24.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-24T10:59+0400
2026-04-24T10:59+0400
2026-04-24T10:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/39/246983954_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_4ff4a747b1e73e77c5ca2bc7db545680.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოში წარადგინეს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.პროგრამის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.დავით სონღულაშვილმა ბოლო ათწლეულში სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები, რაც უკვე ნათლად აისახა როგორც წარმოების, ისე ექსპორტის ზრდაზე.მისი თქმით, აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/39/246983954_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_c5f161ce6278fbba2e54f0052dbc29d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო სოფლის მეურნეობას უფრო აქტიურად განავითარებს - შემუშავდა ახალი პროგრამა
პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოში წარადგინეს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.
პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
პროგრამის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
დავით სონღულაშვილმა ბოლო ათწლეულში სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები, რაც უკვე ნათლად აისახა როგორც წარმოების, ისე ექსპორტის ზრდაზე.
„იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი. ჩვენი მიზანია, საქართველოს აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მისი თქმით, აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.
პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.