https://sputnik-georgia.com/20260424/rusetis-sagareo-uwyeba-moskovsa-d-avasingtons-soris-urtiertobebi-yvelaze-dabal-nisnulzea-298280350.html
რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებში სირთულე დონალდ ტრამპის მხრიდან პროგნოზირებადობის ნაკლებობაშია. 24.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-24T01:00+0400
2026-04-24T01:00+0400
2026-04-24T01:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_0:148:3117:1901_1920x0_80_0_0_24efaadbffea79084ee9bd0676cf1ae0.jpg
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა.დიპლომატმა შეაფასა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.„ისინი (ურთიერთობები - რედ.) ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს ჩემი შეფასება არაა. ჩვენი ხელისუფლება ასე აღწერს მათ და ეს საშინელებაა“, - თქვა პანკინმა.ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტები, რომელიც 2025 წელს ანკორიჯში შედგა, ნაყოფიერი იყო.მინისტრის მოადგილის თქმით, სირთულე, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადობაშია.„დილით შეიძლება ერთი რამ მოვისმინოთ, საღამოს კი - სხვა რამ, საპირისპირო, ან მეორე დღეს - ქმედებები, რომლებიც ორივეს ეწინააღმდეგება. ასე რომ, არაპროგნოზირებადობის მაღალი დონე ყველაზე დიდი პრობლემაა“, - თქვა პანკინმა.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა „სამი სამზე“ ფორმატში 15 აგვისტოს, ანკორიჯში (ალასკა, აშშ) მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკებათა ძირითადი თემა იყო უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირების საკითხი.ორივე ლიდერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_5a19ba10356ee49fd11282cf052bd4eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებში სირთულე დონალდ ტრამპის მხრიდან პროგნოზირებადობის ნაკლებობაშია.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა.
დიპლომატმა შეაფასა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.
„ისინი (ურთიერთობები - რედ.) ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს ჩემი შეფასება არაა. ჩვენი ხელისუფლება ასე აღწერს მათ და ეს საშინელებაა“, - თქვა პანკინმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტები, რომელიც 2025 წელს ანკორიჯში შედგა, ნაყოფიერი იყო.
მინისტრის მოადგილის თქმით, სირთულე, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადობაშია.
„დილით შეიძლება ერთი რამ მოვისმინოთ, საღამოს კი - სხვა რამ, საპირისპირო, ან მეორე დღეს - ქმედებები, რომლებიც ორივეს ეწინააღმდეგება. ასე რომ, არაპროგნოზირებადობის მაღალი დონე ყველაზე დიდი პრობლემაა“, - თქვა პანკინმა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა „სამი სამზე“ ფორმატში 15 აგვისტოს, ანკორიჯში (ალასკა, აშშ) მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკებათა ძირითადი თემა იყო უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირების საკითხი.
ორივე ლიდერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.