https://sputnik-georgia.com/20260424/ekonomikuri-agentebis-koncentracia-2026-wlis-pirvel-kvartalsi-298287921.html
ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული 2026 წლის პირველ კვარტალში
ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული 2026 წლის პირველ კვარტალში
Sputnik საქართველო
2026 წელს, არსებული მდგომარეობით, GCCA -ის მიერ თანხმობა ხუთ კონცენტრაციაზეა გაცემული. 24.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-24T18:45+0400
2026-04-24T18:45+0400
2026-04-24T18:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_6668ed484b9592388bcfb6e1951da5c9.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში 4093 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, მათ შორის ორი კონცენტრაცია, სავარაუდოდ, GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარებოდა, რასთან დაკავშირებითაც სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციაში. უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში დარეგისტრირებული 4093 ტრანზაქციიდან 4072 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 21 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი შემოსავლების ნაწილშიც. როგორც სააგენტოში განმარტეს, ამ 21 შემთხვევიდან 19 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ ორ შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ ორ კონცენტრაციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო. 2026 წელს, არსებული მდგომარეობით, სააგენტოს მიეერ თანხმობა გაცემულია 5-კონცენტრაციაზე. 2025 წელს, GCCA-მა თანხმობა 18-კონცენტრაციაზე გასცა. კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) ან გაფართოების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული (წინასწარ სავალდებულო წერილობით) უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე წინა ფინანსური წლის მდგომარეობით 20 მილიონ ლარს აღემატება, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 ათასი ლარი. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიები მაქსიმუმ 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციების მონიტორინგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით მუდმივად ახორციელებს და ყოველკვარტალურად აქვეყნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e426619fe314090d7cbb820d596098e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული 2026 წლის პირველ კვარტალში
2026 წელს, არსებული მდგომარეობით, GCCA -ის მიერ თანხმობა ხუთ კონცენტრაციაზეა გაცემული.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში 4093 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, მათ შორის ორი კონცენტრაცია, სავარაუდოდ, GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარებოდა, რასთან დაკავშირებითაც სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში დარეგისტრირებული 4093 ტრანზაქციიდან 4072 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 21 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი შემოსავლების ნაწილშიც.
როგორც სააგენტოში განმარტეს, ამ 21 შემთხვევიდან 19 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა.
რაც შეეხება დარჩენილ ორ შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ ორ კონცენტრაციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო.
2026 წელს, არსებული მდგომარეობით, სააგენტოს მიეერ თანხმობა გაცემულია 5-კონცენტრაციაზე. 2025 წელს, GCCA-მა თანხმობა 18-კონცენტრაციაზე გასცა.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) ან გაფართოების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული (წინასწარ სავალდებულო წერილობით) უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე წინა ფინანსური წლის მდგომარეობით 20 მილიონ ლარს აღემატება, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 ათასი ლარი.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიები მაქსიმუმ 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციების მონიტორინგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით მუდმივად ახორციელებს და ყოველკვარტალურად აქვეყნებს.