https://sputnik-georgia.com/20260424/dedofliswyarosi-qarsafar-zolebsi-miwis-nakvetebi-ukanonod-moxnes-298285992.html
დედოფლისწყაროში ქარსაფარ ზოლებში მიწის ნაკვეთები უკანონოდ მოხნეს
დედოფლისწყაროში ქარსაფარ ზოლებში მიწის ნაკვეთები უკანონოდ მოხნეს
Sputnik საქართველო
აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონდარღვევას, რაც ზიანს აყენებს რეგიონის ეკოსისტემას, განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 24.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-24T18:04+0400
2026-04-24T18:04+0400
2026-04-24T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/51/247585148_0:62:1146:707_1920x0_80_0_0_e4508dab5899140727134137ef280cb2.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. დედოფლისწყაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების ტერიტორიის თვითნებური ათვისებისა და დაზიანების შემთხვევები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მიწათსარგებლობის მონიტორინგის განხორციელებისას დააფიქსირა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქარსაფარი ზოლის სტატუსით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. "აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონდარღვევას, რაც ზიანს აყენებს რეგიონის ეკოსისტემას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარსაფარი ზოლების ფუნქციურ დანიშნულებას", - აღნიშულია ინფორმაციაში. შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, დარღვევის ამსახველი სრული დოკუმენტაცია გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/51/247585148_61:0:1085:768_1920x0_80_0_0_39c436011a50a83ec54dc73d63c5c28b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი
დედოფლისწყაროში ქარსაფარ ზოლებში მიწის ნაკვეთები უკანონოდ მოხნეს
აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონდარღვევას, რაც ზიანს აყენებს რეგიონის ეკოსისტემას, განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. დედოფლისწყაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების ტერიტორიის თვითნებური ათვისებისა და დაზიანების შემთხვევები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მიწათსარგებლობის მონიტორინგის განხორციელებისას დააფიქსირა.
"სპეციალისტების მიერ სამი მიწის ნაკვეთის ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულად არის ათვისებული და მოხნული ქარსაფარი ზოლის ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 2,94 ჰექტარი, ხოლო მესამე მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი 2,13 ჰექტარია, ფიქსირდება მიწის ზედაპირის დაზიანება, სადაც ტექნიკის გამოყენებით გაყვანილია 479 კვ მ ფართობის ხელოვნური თხრილი", - აღნიშულია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქარსაფარი ზოლის სტატუსით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
"აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონდარღვევას, რაც ზიანს აყენებს რეგიონის ეკოსისტემას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარსაფარი ზოლების ფუნქციურ დანიშნულებას", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, დარღვევის ამსახველი სრული დოკუმენტაცია გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.