ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Roads Department of Georgiaგზების რეაბილიტაცია
გზების რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
გზაზე პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. 23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
სამუშაოების პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე გრიგოლეთის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება. ნიგვზიანის წრიულიდან ავტომობილები მოძრაობას პირდაპირ გააგრძელებენ საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით, ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0