https://sputnik-georgia.com/20260423/ukraina-ormuzi-ass-298298254.html
მოსაზრება: აშშ ორმუზის „ძალით მშვიდობაზე“ წაბორძიკდა
მოსაზრება: აშშ ორმუზის „ძალით მშვიდობაზე“ წაბორძიკდა
Sputnik საქართველო
ირანმა ორმუზის სრუტეზე კონტროლი გააძლიერა. ნახევარმილიონიანი ირანული არმია რაკეტებისა და დრონების უზარმაზარ მარაგებს, მიწისქვეშა ავიაბაზებსა და... 23.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-23T17:50+0400
2026-04-23T17:50+0400
2026-04-25T10:51+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251794313_0:41:1300:772_1920x0_80_0_0_9718797e3606b92c222fc100cdcc0984.jpg
ირანმა ორმუზის სრუტეზე კონტროლი გააძლიერა. ნახევარმილიონიანი ირანული არმია რაკეტებისა და დრონების უზარმაზარ მარაგებს, მიწისქვეშა ავიაბაზებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებს ფლობს. თეირანი მზად არის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისთვის და არ გეგმავს ვაშინგტონთან დამამცირებელი „სამშვიდობო გარიგების“ გაფორმებას. ამერიკული სარაკეტო არსენალები დაცლილია. ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის აშშ-ს ჯარები და ძალები აშკარად არ ჰყოფნის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ჩიხიდან გამოსავალს ეძებს.ამერიკელმა ლიდერმა, პრაქტიკულად, ერთდროულად გამოაცხადა ირანის საზღვაო ბლოკადა და ორკვირიანი ზავი (ცეცხლის შეწყვეტა), რომელიც 22 აპრილს, გაურკვეველი ვადით გაგრძელდა. თუმცა, ბლოკადა, რომელშიც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ოცდაათი გემი მონაწილეობს, ზღვაზე ომის წარმოების აქტი და საშუალებაა. „არლეი ბერკის“ ტიპის ესმინეცის USS Spruance-ის მიერ სავაჭრო ირანულ გემ „ტუსკაზე“ საარტილერიო ცეცხლის გახსნას არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. პენტაგონი ორმუზის სრუტის განაღმვას ექვს თვეში გეგმავს. მთელ ამ პირველყოფილ ქაოსს ამერიკული გამოცემა The Diplomat პოლიტკორექტულად „აშშ-ს სტრატეგიულ არათანმიმდევრობას“ უწოდებს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ პანიკურ უიმედობას. ვაშინგტონს არ აქვს სამხედრო სტრატეგია და მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსები. ესკალაციის ახალი ეტაპი სწრაფად განსაზღვრავს გამარჯვებულს. და ეს აშშ არაა.ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მხარეთა პირობები არც ერთ პუნქტში არ ემთხვევა. ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას არ აპირებს, მოითხოვს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას და რეპარაციებს აგრესორი ქვეყნებისგან. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივმა, პროვოკაციულმა და მუქარის შემცველმა განცხადებებმა ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები გააღიზიანა, შეურაცხყო და გააბრაზა. და მათ ამერიკელებთან შემდგომ „დისკუსიებზე“ უარი განაცხადეს.ირანის პარლამენტის სპიკერმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამად ბაგერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამერიკული საზღვაო ბლოკადა მოიხსნება. ყალიბაფმა ტრამპს მიმართა: „თქვენ ვერ მიაღწიეთ თქვენს მიზნებს სამხედრო აგრესიით და ვერ მიაღწევთ მათ დაშინების გზითაც.“თეირანმა სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლება შეინარჩუნა. გააძლიერა კონტროლი ორმუზის სრუტეზე, რომელიც ირანულმა მხარემ 18 აპრილს დახურა. გუშინ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დააკავა რეჟიმის დამრღვევი ორი გემი და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კონტეინერმზიდების MSC Francesca-სა და Epaminondas-ის დაკავება, რომლებიც პანამისა და ლიბერიის დროშის ქვეშ მოძრაობდნენ. ამის მიზანია, ყველასთვის ნათელი გამხდარიყო, რეალურად ვინ აკონტროლებს სრუტეს. კონტეინერმზიდები დაკავებულია „საზღვაო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო, საჭირო ნებართვების გარეშე ექსპლუატაციისა და სანავიგაციო სისტემებში ჩარევის გამო.“ირანი აკავებს სამოქალაქო გემებს მანქანური განყოფილების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნის გარეშე, და მთლიანობაში , ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მოქმედებები ორმუზის სრუტეში შეესაბამება საერთაშორისო სამართალს: „საზღვაო გემი, რომელიც ცდილობს ბლოკადის გარღვევას, ექვემდებარება კონფისკაციას ტვირთთან ერთად“. გარდა ამისა, ირანს შეუძლია, „გამორთოს“ მსოფლიო ინტერნეტ-ტრაფიკის 97 პროცენტი, რომელიც სრუტის ფსკერზე განლაგებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადაიცემა. ასეთი „ძალით მშვიდობა“, ნამდვილად, არ შედიოდა ამერიკელების გათვლებში.აშშ ცდილობს, გააფართოოს ირანის საზღვაო ბლოკადა ინდოეთის ოკეანეში. რეგიონში გადააქვს დამატებითი ძალები და საშუალებები, რომლებიც მაინც არაა საკმარისი ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის. მსოფლიო ეკონომიკა ცახცახებს. ჩვენ ვხედავთ არა სტრატეგიას, არამედ აშშ-ს სტრატეგიულ ჩიხს.ირანს უარი ვაშინგტონის პირობებზე „გარიგებაზე“ ტყუილად არ უთქვამს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა თეირანის ცენტრალურ მოედანზე მთელ მსოფლიოს აჩვენა „ორეშნიკის“ ანალოგი — 30-ტონიანი რაკეტა Khorramshahr-4 „კასეტური“ საბრძოლო ნაწილით, რომლის მასა, დაახლოებით, ორი ტონაა და მოქმედების სიშორე 4000 კმ-მდეა. ამერიკული „ტომაჰავკები“ ამოიწურება, და მარაგების შესავსებად წლები იქნება საჭირო. ყოველი შემთხვევისთვის, პენტაგონის გენერლები არათანმიმდევრული ტრამპისგან „ბირთვულ ჩემოდანს“ მალავენ.რეგიონული მოკავშირეები განიხილავენ ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვას, რომლებიც „ტვირთად იქცა და არა აქტივად“. სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ირანთან კონფლიქტის სხვადასხვა სცენარისთვის. 2026 წლის გაზაფხულზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დარტყმების რეალური მასშტაბები და ინტენსივობა სასიკვდილოდ არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. მხოლოდ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 8 აპრილისთვის (ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე) მოიგერია 2256 დრონის დარტყმა და ირანის ფრთოსანი რაკეტების 26 შეტევა. რამდენი ვერ გააანადგურეს? და ეს მხოლოდ ერთის სტატისტიკაა რეგიონის ხუთი ქვეყნიდან, რომლებიც ამერიკელ აგრესორებთან „ერთ ნავში“ უნებურად აღმოჩნდნენ. აშშ-სა და ისრაელის ომში თანამონაწილეობის გამო, ირანის ხელმძღვანელობამ ბაჰრეინისგან, საუდის არაბეთისგან, კატარისგან, იორდანიისგან და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მირშაიმერმა აღნიშნა: „ხელსაყრელი სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს… ტრამპისგან ელიან ირანთან შეთანხმებას, რომელიც ჩიხიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს. პრობლემა ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დიპლომატიაში არაკომპეტენტურია. ამის მაგალითია, უკრაინული კონფლიქტის გაგრძელება — რუსებთან მოლაპარაკებები ჩავარდა. და ამას ემატება ისიც, რომ ტრამპს უწევს საქმე დაიჭიროს ისრაელთან, რომელიც ირანს საკუთარი არსებობისთვის საფრთხედ მიიჩნევს“.საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ჩიხია. ამერიკელებს ვერ დაეხმარება კიევის მარიონეტების სასოწარკვეთილი მზადყოფნაც, მონაწილეობა მიიღონ ორმუზის სრუტის განაღმვაში, ოთხივე ძველი Sandown-ის კლასის ტრალერით, რომლებიც ბრიტანეთმა არასრულად გადასცა არარსებულ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251794313_108:0:1192:813_1920x0_80_0_0_f4767e394bd7eb2277a57979f4a78fc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ირანმა ორმუზის სრუტეზე კონტროლი გააძლიერა. ნახევარმილიონიანი ირანული არმია რაკეტებისა და დრონების უზარმაზარ მარაგებს, მიწისქვეშა ავიაბაზებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებს ფლობს. თეირანი მზად არის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისთვის და არ გეგმავს ვაშინგტონთან დამამცირებელი „სამშვიდობო გარიგების“ გაფორმებას. ამერიკული სარაკეტო არსენალები დაცლილია. ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის აშშ-ს ჯარები და ძალები აშკარად არ ჰყოფნის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ჩიხიდან გამოსავალს ეძებს.
ამერიკელმა ლიდერმა, პრაქტიკულად, ერთდროულად გამოაცხადა ირანის საზღვაო ბლოკადა და ორკვირიანი ზავი (ცეცხლის შეწყვეტა), რომელიც 22 აპრილს, გაურკვეველი ვადით გაგრძელდა. თუმცა, ბლოკადა, რომელშიც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ოცდაათი გემი მონაწილეობს, ზღვაზე ომის წარმოების აქტი და საშუალებაა. „არლეი ბერკის“ ტიპის ესმინეცის USS Spruance-ის მიერ სავაჭრო ირანულ გემ „ტუსკაზე“ საარტილერიო ცეცხლის გახსნას არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. პენტაგონი ორმუზის სრუტის განაღმვას ექვს თვეში გეგმავს. მთელ ამ პირველყოფილ ქაოსს ამერიკული გამოცემა The Diplomat პოლიტკორექტულად „აშშ-ს სტრატეგიულ არათანმიმდევრობას“ უწოდებს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ პანიკურ უიმედობას. ვაშინგტონს არ აქვს სამხედრო სტრატეგია და მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსები. ესკალაციის ახალი ეტაპი სწრაფად განსაზღვრავს გამარჯვებულს. და ეს აშშ არაა.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მხარეთა პირობები არც ერთ პუნქტში არ ემთხვევა. ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას არ აპირებს, მოითხოვს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას და რეპარაციებს აგრესორი ქვეყნებისგან. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივმა, პროვოკაციულმა და მუქარის შემცველმა განცხადებებმა ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები გააღიზიანა, შეურაცხყო და გააბრაზა. და მათ ამერიკელებთან შემდგომ „დისკუსიებზე“ უარი განაცხადეს.
ირანის პარლამენტის სპიკერმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამად ბაგერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამერიკული საზღვაო ბლოკადა მოიხსნება. ყალიბაფმა ტრამპს მიმართა: „თქვენ ვერ მიაღწიეთ თქვენს მიზნებს სამხედრო აგრესიით და ვერ მიაღწევთ მათ დაშინების გზითაც.“
თეირანმა სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლება შეინარჩუნა. გააძლიერა კონტროლი ორმუზის სრუტეზე, რომელიც ირანულმა მხარემ 18 აპრილს დახურა. გუშინ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დააკავა რეჟიმის დამრღვევი ორი გემი და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კონტეინერმზიდების MSC Francesca-სა და Epaminondas-ის დაკავება, რომლებიც პანამისა და ლიბერიის დროშის ქვეშ მოძრაობდნენ. ამის მიზანია, ყველასთვის ნათელი გამხდარიყო, რეალურად ვინ აკონტროლებს სრუტეს. კონტეინერმზიდები დაკავებულია „საზღვაო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო, საჭირო ნებართვების გარეშე ექსპლუატაციისა და სანავიგაციო სისტემებში ჩარევის გამო.“
ირანი აკავებს სამოქალაქო გემებს მანქანური განყოფილების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნის გარეშე, და მთლიანობაში , ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მოქმედებები ორმუზის სრუტეში შეესაბამება საერთაშორისო სამართალს: „საზღვაო გემი, რომელიც ცდილობს ბლოკადის გარღვევას, ექვემდებარება კონფისკაციას ტვირთთან ერთად“. გარდა ამისა, ირანს შეუძლია, „გამორთოს“ მსოფლიო ინტერნეტ-ტრაფიკის 97 პროცენტი, რომელიც სრუტის ფსკერზე განლაგებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადაიცემა. ასეთი „ძალით მშვიდობა“, ნამდვილად, არ შედიოდა ამერიკელების გათვლებში.
აშშ ცდილობს, გააფართოოს ირანის საზღვაო ბლოკადა ინდოეთის ოკეანეში. რეგიონში გადააქვს დამატებითი ძალები და საშუალებები, რომლებიც მაინც არაა საკმარისი ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის. მსოფლიო ეკონომიკა ცახცახებს. ჩვენ ვხედავთ არა სტრატეგიას, არამედ აშშ-ს სტრატეგიულ ჩიხს.
ირანს უარი ვაშინგტონის პირობებზე „გარიგებაზე“ ტყუილად არ უთქვამს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა თეირანის ცენტრალურ მოედანზე მთელ მსოფლიოს აჩვენა „ორეშნიკის“ ანალოგი — 30-ტონიანი რაკეტა Khorramshahr-4 „კასეტური“ საბრძოლო ნაწილით, რომლის მასა, დაახლოებით, ორი ტონაა და მოქმედების სიშორე 4000 კმ-მდეა. ამერიკული „ტომაჰავკები“ ამოიწურება, და მარაგების შესავსებად წლები იქნება საჭირო. ყოველი შემთხვევისთვის, პენტაგონის გენერლები არათანმიმდევრული ტრამპისგან „ბირთვულ ჩემოდანს“ მალავენ.
რეგიონული მოკავშირეები განიხილავენ ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვას, რომლებიც „ტვირთად იქცა და არა აქტივად“. სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ირანთან კონფლიქტის სხვადასხვა სცენარისთვის. 2026 წლის გაზაფხულზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დარტყმების რეალური მასშტაბები და ინტენსივობა სასიკვდილოდ არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. მხოლოდ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 8 აპრილისთვის (ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე) მოიგერია 2256 დრონის დარტყმა და ირანის ფრთოსანი რაკეტების 26 შეტევა. რამდენი ვერ გააანადგურეს? და ეს მხოლოდ ერთის სტატისტიკაა რეგიონის ხუთი ქვეყნიდან, რომლებიც ამერიკელ აგრესორებთან „ერთ ნავში“ უნებურად აღმოჩნდნენ. აშშ-სა და ისრაელის ომში თანამონაწილეობის გამო, ირანის ხელმძღვანელობამ ბაჰრეინისგან, საუდის არაბეთისგან, კატარისგან, იორდანიისგან და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მირშაიმერმა აღნიშნა: „ხელსაყრელი სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს… ტრამპისგან ელიან ირანთან შეთანხმებას, რომელიც ჩიხიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს. პრობლემა ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დიპლომატიაში არაკომპეტენტურია. ამის მაგალითია, უკრაინული კონფლიქტის გაგრძელება — რუსებთან მოლაპარაკებები ჩავარდა. და ამას ემატება ისიც, რომ ტრამპს უწევს საქმე დაიჭიროს ისრაელთან, რომელიც ირანს საკუთარი არსებობისთვის საფრთხედ მიიჩნევს“.
საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ჩიხია. ამერიკელებს ვერ დაეხმარება კიევის მარიონეტების სასოწარკვეთილი მზადყოფნაც, მონაწილეობა მიიღონ ორმუზის სრუტის განაღმვაში, ოთხივე ძველი Sandown-ის კლასის ტრალერით, რომლებიც ბრიტანეთმა არასრულად გადასცა არარსებულ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე