https://sputnik-georgia.com/20260423/turizmidan-shemosavali-298267516.html
რამხელა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან - ახალი რეკორდი
რამხელა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან - ახალი რეკორდი
Sputnik საქართველო
საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაზარდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისა და გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე მისი უარყოფითი გავლენის... 23.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-23T10:54+0400
2026-04-23T10:54+0400
2026-04-23T10:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957060_0:42:2048:1194_1920x0_80_0_0_a1a8ae1fab8f351365af1b74fb1b5637.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალი 0,5%-ით გაიზარდა და 829,8 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მასალებში.ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაზარდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისა და გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე მისი უარყოფითი გავლენის მიუხედავად.წლევანდელი წლის იანვარ-მარტში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ამ ქვეყნებიდან ტურისტების ხარჯები 36,4%-ით გაიზარდა და 140,7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.როგორც ადმინისტრაციამ აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ევროკავშირი პირველ ადგილზეა 17%-იანი წილით.გარდა ამისა, 2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 1 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია.2025 წლის მიღწევები2025 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსავალმა დაახლოებით 4,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (6%-ით მეტი). 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა - 697,3 მილიონი აშშ დოლარი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს. ხუთეულში ასევე შედიოდნენ ევროკავშირის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები.Galt & Taggart-ის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2026 წელს 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 5,5 მილიონი ტურისტი იყო, რაც ახალ ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, თითქმის 1,6 მილიონი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, რაც 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით მეტია. ხუთეულში ასევე მოხვდნენ თურქეთის, სომხეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957060_225:0:2048:1367_1920x0_80_0_0_c3d68dafceb22593ce13c2b05f9b9051.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
რამხელა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან - ახალი რეკორდი
საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაზარდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისა და გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე მისი უარყოფითი გავლენის მიუხედავად, განაცხადეს ადმინისტრაციაში
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალი 0,5%-ით გაიზარდა და 829,8 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მასალებში.
ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაზარდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისა და გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე მისი უარყოფითი გავლენის მიუხედავად.
წლევანდელი წლის იანვარ-მარტში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ამ ქვეყნებიდან ტურისტების ხარჯები 36,4%-ით გაიზარდა და 140,7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
როგორც ადმინისტრაციამ აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ევროკავშირი პირველ ადგილზეა 17%-იანი წილით.
„პირველ კვარტალში თურქეთიდან ჩამოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავალი 12,2%-ით გაიზარდა და 120,1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, უკრაინიდან - 34,2%-ით, ხოლო საუდის არაბეთიდან - 47,6%-ით“, - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.
გარდა ამისა, 2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 1 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.
ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია.
2025 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსავალმა დაახლოებით 4,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (6%-ით მეტი). 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა - 697,3 მილიონი აშშ დოლარი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს. ხუთეულში ასევე შედიოდნენ ევროკავშირის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2026 წელს 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 5,5 მილიონი ტურისტი იყო, რაც ახალ ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, თითქმის 1,6 მილიონი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, რაც 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით მეტია. ხუთეულში ასევე მოხვდნენ თურქეთის, სომხეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.