შავი ზღვის დაბინძურებისთვის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დაჯარიმდა

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100.000 ლარით დაჯარიმდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, გემის მიერ ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა.
„ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100.000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა", - აღნიშულია ინფორაციაში.
გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 72 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია 7 სამართალდარღვევა. მათ შორის 5 ფაქტი გემიდან ზღვის დაბინძურებას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0