https://sputnik-georgia.com/20260423/saqartvelosi-sesazlo-destabilizaciis-gegmebs-izieben-298270024.html
საქართველოში შესაძლო დესტაბილიზაციის გეგმებს იძიებენ
საქართველოში შესაძლო დესტაბილიზაციის გეგმებს იძიებენ
Sputnik საქართველო
კალაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობის აუცილებლობაზე, რაც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი. 23.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-23T13:19+0400
2026-04-23T13:19+0400
2026-04-23T13:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ჩეხეთი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_0:63:1600:963_1920x0_80_0_0_bed778b1406a19227ecb9387c7e7bf96.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. გარე ძალების მიერ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობები სიახლეს არ წარმოადგენს და სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ გამოძიებას და იღებენ ზომებს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.მანამდე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას საქმეზე, რომელიც „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერის, იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებს უკავშირდება. როგორც მედია იუწყებოდა, ეს გამოძიება შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმების შემუშავებას უკავშირდებოდეს. მდინარაძის თქმით, მომავალში უსაფრთხოების ორგანოები გაავრცელებენ ინფორმაციას ოპოზიციის სავარაუდო გეგმების შესახებ.მერის განცხადებით, მსგავს პროცესებში გარე აქტორები არიან ჩართულები, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობის აუცილებლობაზე, რაც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი.„სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები იყო. ამან საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც მოვისმინე, იდენტიფიცირების პრობლემა არის, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება საკვანძო მიღწევას წარმოადგენს.ჩეხი აქტივისტიმედიის ინფორმაციით, იგორ ბლაჟევიჩი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერია, მუდმივად აზიარებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს, აკრიტიკებს ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონს“. 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად მონაწილეობდა ღონისძიებაზე, რომლის მოდერატორიც იყო. ამ ღონისძიებაზე მსჯელობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე.ტელეარხ „იმედის“ ცნობით, ბლაჟევიჩმა ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა, სულ კი ათზე მეტი ასეთი შეხვედრა ჩატარდა.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_118:0:1483:1024_1920x0_80_0_0_0b7bacd223af0ab6b5937610530fe167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ჩეხეთი , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ჩეხეთი , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კახა კალაძე , ქართული ოცნება
საქართველოში შესაძლო დესტაბილიზაციის გეგმებს იძიებენ
კალაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობის აუცილებლობაზე, რაც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. გარე ძალების მიერ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობები სიახლეს არ წარმოადგენს და სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ გამოძიებას და იღებენ ზომებს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მანამდე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას საქმეზე, რომელიც „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერის, იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებს უკავშირდება. როგორც მედია იუწყებოდა, ეს გამოძიება შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმების შემუშავებას უკავშირდებოდეს. მდინარაძის თქმით, მომავალში უსაფრთხოების ორგანოები გაავრცელებენ ინფორმაციას ოპოზიციის სავარაუდო გეგმების შესახებ.
„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ქვეყანაში გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე ტრენინგებს ატარებდნენ. რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, რაც ეხებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ეს შეფუთული იყო ისე, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. რეალურად კი სისხლისღვრაზე იყო საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, მსგავს პროცესებში გარე აქტორები არიან ჩართულები, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობის აუცილებლობაზე, რაც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი.
„სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები იყო. ამან საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც მოვისმინე, იდენტიფიცირების პრობლემა არის, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება საკვანძო მიღწევას წარმოადგენს.
მედიის ინფორმაციით, იგორ ბლაჟევიჩი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერია, მუდმივად აზიარებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს, აკრიტიკებს ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონს“. 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად მონაწილეობდა ღონისძიებაზე, რომლის მოდერატორიც იყო. ამ ღონისძიებაზე მსჯელობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე.
ტელეარხ „იმედის“ ცნობით, ბლაჟევიჩმა ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა, სულ კი ათზე მეტი ასეთი შეხვედრა ჩატარდა.