რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტრაილერების ტრანზიტისგან

© photo: Sputnik / Stringerსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი თითოეული ტრაილერისთვის სატრანზიტო მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,9%-ით შემცირდა და 38,7 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, წლის დასაწყისიდან ქართული დერეფნით 110,5-მა ათასმა სატვირთომ ისარგებლა.
უწყების ინფორმაციით, მხოლოდ მარტში საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა 42,8 ათასმა სატვირთომ, ხოლო ბიუჯეტი თითქმის 15 მლნ ლარით შეივსო.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი თითოეული ტრაილერისთვის სატრანზიტო მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს საქართველოს დერეფნის გავლით 489.390-მა სატვირთო მანქანამ გაიარა, გზებით სარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 171,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 4,5%-ით ნაკლებია.
ყველა ახალი ამბავი
0