მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
"დელფოსის ეკონომიკურ ფორუმი" საბერძნეთში 23-24 აპრილს გაიმართება.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23-24 აპრილს საბერძნეთს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში", ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში - სახელწოდებით "დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი".
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე - "ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი".
ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაში.
"დელფოსის ეკონომიკური ფორუმი" აერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საქმიან, აკადემიურ და სხვა ლიდერებს წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, გავლენის მოსახდენად ეროვნულ და რეგიონულ დღის წესრიგზე და მდგრადი და სოციალურად პასუხისგებლიანი ზრდის პოლიტიკის გასატარებლად ევროპაში, ფართო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და საბერძნეთში.
ფორუმს მართავს დირექტორთა საბჭო და მრჩეველთა კომიტეტი. ისინი მონიტორინგს უწევენ და აუმჯობესებენ ორგანიზაციის მუშაობას და ყოველწლიური შეხვედრების, პოლიტიკური დოკუმენტებისა და ცოდნის პლატფორმების მეშვეობით ცდილობენ მის სარგებლიანობის ამაღლებას.
ყველა ახალი ამბავი
0