გვჭირდება კარგი კოორდინაცია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი უწყების შექმნაზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობაში ახალი უწყების შექმნა სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობაში ახალი სტრუქტურა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქმნება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
„ახლა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი, ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობა ყველაზე ეფექტური იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის დროს, როდესაც ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მომიტინგეების მიერ შენობის შტურმის თავიდან აცილება და მისი ორგანიზატორებისა და მონაწილეების დაკავება.
ახალი სახელმწიფო უწყების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები — კანონში „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შესაბამის შესწორებებს პარლამენტი მომავალ კვირას დაჩქარებული წესით მიიღებს.
მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.
ყველა ახალი ამბავი
0