გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა სრულად აიკრაძალა

© Roads Department of Georgiaლარსის გზა
ლარსის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზა ტრანსპორტისთის ზვავსაშიშროების გამო გადაიკეტა.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.
რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0