ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა

გელა ბოლქვაძე
გელა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
24 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მედლით დაასრულა – საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი 20 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება. თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები 30 წონით კატეგორიაში თამაშდება.
იური ლომაძემ (72 კგ), ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ) – ბრინჯაოს მედლები.
24 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
ყველა ახალი ამბავი
0