https://sputnik-georgia.com/20260423/bolnisis-sionis-restavraciis-dros-tazris-damaluli-detalebi-gamovlinda-298273651.html
ბოლნისის სიონის რესტავრაციის დროს ტაძრის დამალული დეტალები გამოვლინდა
ბოლნისის სიონის რესტავრაციის დროს ტაძრის დამალული დეტალები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოში უძველესი ბაზილიკური სტილის ეკლესიაა. 23.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-23T17:56+0400
2026-04-23T17:56+0400
2026-04-23T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/08/230410849_0:29:1500:873_1920x0_80_0_0_5fd5dcf5fbbf1ad5c4d06002bf7ece98.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს - სამუშაოების დროს გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აცხადებენ სააგენტოში.ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოში უძველესი ბაზილიკური სტილის ეკლესიაა. ის სოფელ ბოლნისში მდებარეობს. მშენებლობა 478 წელს დაიწყო და 493 წელს დასრულდა. ეს არის ქვეყანაში უძველესი და ამავე დროს კარგად შემონახული ბაზილიკა. ეკლესიაში აღმოჩენილია რამდენიმე უძველესი წარწერა ქართულ ენაზე.ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით.ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას, აღნიშნავენ უწყებაში.გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას, ირწმუნებიან სააგენტოში.სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით, აღნიშნეს სააგენტოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/08/230410849_261:0:1500:929_1920x0_80_0_0_0d2d77787176c06dee95ed3fcf1dcebc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კულტურა საქართველოში
ბოლნისის სიონის რესტავრაციის დროს ტაძრის დამალული დეტალები გამოვლინდა
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოში უძველესი ბაზილიკური სტილის ეკლესიაა.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს - სამუშაოების დროს გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აცხადებენ სააგენტოში.
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოში უძველესი ბაზილიკური სტილის ეკლესიაა. ის სოფელ ბოლნისში მდებარეობს. მშენებლობა 478 წელს დაიწყო და 493 წელს დასრულდა. ეს არის ქვეყანაში უძველესი და ამავე დროს კარგად შემონახული ბაზილიკა. ეკლესიაში აღმოჩენილია რამდენიმე უძველესი წარწერა ქართულ ენაზე.
ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით.
ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას, აღნიშნავენ უწყებაში.
გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას, ირწმუნებიან სააგენტოში.
სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით, აღნიშნეს სააგენტოში.