მოსაზრება: რუსეთის Ту-22-მა და Су-35-მა ბალტიის ზღვაზე ნატოს ილუზიები გაფანტეს

© photo: Sputnik / Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
რუსეთის რაკეტმზიდები ზღვებისა და ოკეანეების ნეიტრალურ წყლებზე „ველურ დასავლეთს“ ახსენებენ მისი შესაძლებლობების საზღვრებს და მკაცრი, გარდაუვალი შურისძიების რეალობას. მოსკოვი ადეკვატურად რეაგირებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების კონცენტრაციასა და მზარდ აქტივობაზე.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდებმა Ту-22 გეგმური ფრენა შეასრულეს ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებზე მდებარე საჰაერო სივრცეში. ოთხსაათიანმა ფრენამ ევროპაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დომინირება კუდევ ერთხელ დაადასტურა და ნატოს „ბუდეში“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დასავლეთში კარგად იციან Ту-22-ის საბრძოლო დანიშნულება და Су-35-ის უპირობო უპირატესობა. ამიტომ მარშრუტის სხვადასხვა მონაკვეთზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებს (დისტანციის დაცვით) თან ახლდნენ ალიანსის ექვსი ქვეყნის (საფრანგეთის, შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიისა და რუმინეთის) გამანადგურებლები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე გამოაქვეყნა სავარაუდო სამიზნეების სია — „უკრაინული“ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ბრიტანეთში, გერმანიაში, დანიაში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ისრაელში, იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში, სადაც ნატოს პროქსი-ომისთვის უპილოტო საფრენი აპარატები იწარმოება. 20 აპრილს ბალტიის ზღვაზე Ту-22-ის ფრენის ფონზე, დასავლეთში ბევრმა, შესაძლოა, წარმოიდგინა „პომპეის უკანასკნელი დღე“ საკუთარ სამხედრო ქარხნებზე. მაგალითად, „ჰაერი–ზედაპირის“ ფრთოსანი რაკეტებით Х-32 დარტყმა, რომლის მოქმედების რადიუსი 1000 კმ-მდეა. ნატოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები Х-32-ის წინააღმდეგ უძლურია. Ту-22-ის არსენალში სხვა დამაზიანებელი საშუალებებიც არის. ორშაბათს, 20 აპრილს, „გადარჩნენ“, თუმცა ატლანტიკური მედია დღემდე აქტიურად ავრცელებს რუსეთის ბირთვული დარტყმის მოლოდინის შიშს. ვფიქრობ, ასეთი მოლოდინისთვის ყველა „დამსახურება“ და საფუძველი არსებობს.
ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch Magazine-მა რუსული თვითმფრინავების შვედური მსუბუქი გამანადგურებლებით Gripen „დრამატული გადაჭერა“ აღწერა. სააგენტო Associated Press-მა დეტალურად გადმოსცა, როგორ აფრინდნენ ფრანგული Rafale-ები ლიტვის ავიაბაზიდან „მდევნელად“. თუმცა საბრძოლო პირობებში Су-35 მოწინააღმდეგის გამანადგურებლებს 300 კმ-ზე ახლოს არ მიუშვებს — ეს არის ჰიპერბგერითი რაკეტის Р-37М „ჰაერი–ჰაერი“ მოქმედების მანძილი. ნატოს მსგავსი არაფერი აქვს.
გამანადგურებელი Су-35 განსაკუთრებით ეფექტურია Ту-22-ის გაცილებისთვის, ზებგერით სიჩქარეზე ხანგრძლივი ფრენისა და 8 ტონიანი საბრძოლო დატვირთვის წყალობით. მისი ფრენის სიშორე საწვავის შევსების გარეშე 2000 კმ-მდეა, რაც ორჯერ აღემატება დასავლეთის საუკეთესო გამანადგურებლებს, F-22 Raptor-სა და F-35 Lightning II-ს. ძლიერი რადარი „ირბისი“ Су-35-ის პილოტს 400 კმ-მდე დისტანციაზე სამიზნეების დანახვის საშუალებას აძლევს. ამერიკულმა ანალიტიკურმა გამოცემამ The National Interest-მა აღნიშნა: „Су-35 — საუკეთესო გამანადგურებელია საჰაერო ბატონობის მოსაპოვებლად“.
გამანადგურებელი Су-35 ტექნოლოგიურად უნაკლოა, თუმცა ბალტიის ზღვაზე პატრულირების მთავარი გმირი მაინც უნდა ჩაითვალოს ზებგერითი რაკეტმზიდი Ту-22. შემთხვევითი არ არის, რომ ჩინელი პარტნიორები მას „სტრატეგიულ მკვლელს“ უწოდებენ. თავდაპირველად იგი შეიქმნა, როგორც „ავიამზიდების მკვლელი“, თვითმფრინავი, რომელიც ოკეანის ზონაში აშშ-სა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების მსხვილი ხომალდების განადგურებას ფრთოსანი რაკეტებით ახერხებს. პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: რაკეტმზიდმა რამდენიმე მოდერნიზაციის ეტაპი გაიარა, მიიღო ახალი ძრავები НК-32-02 და დღეს შეუძლია მოწინააღმდეგის ნებისმიერი ობიექტის განადგურება.
მოწინააღმდეგე აცნობიერებს, რომ Ту-22-ები ბალტიის ზღვაზე შემთხვევით არ დაფრინავენ. ძირითადი შეიარაღება ფრთოსანი რაკეტებია ჩვეულებრივი (ფუგასური) ან ბირთვული საბრძოლო ნაწილით. ღრმად მოდერნიზებული Ту-22М3М განკუთვნილია ფრთოსანი რაკეტების — Х-32, Х-101 (ან Х-102 ბირთვული ქობინით), ჰიპერბგერითი რაკეტების — Кинжал, აგრეთვე საავიაციო ბომბების UMПК-ით, 9000 კგ-მდე კალიბრით, გაშვების ხაზამდე მისატანად. მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა — 24 ტონაა, უკეთესი პლატფორმა ვერ მოიძებნება.
შორი მოქმედების მრავალრეჟიმიანი ზებგერითი ბომბდამშენ-რაკეტმზიდ Ту-22-ს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ამ „არასტრატეგიულმა სტრატეგმა“ თავისი უმაღლესი საბრძოლო ეფექტიანობა დაამტკიცა. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში 100-ზე მეტი Ту-22-ია, რომლებსაც ტექნოლოგიურად შეუძლიათ„სწრაფი გლობალური დარტყმა“ ნებისმიერი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, მათ შორის ალიანსის იმ „წმინდა ძროხებზეც“, რომლებიც ადრე ხელშეუხებლად ითვლებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0