https://sputnik-georgia.com/20260422/tevzcheris-85-paqti-gamovlinda-298243209.html
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა: გამოვლენილია 85 ფაქტი
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა: გამოვლენილია 85 ფაქტი
Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 139 კგ-ს გადააჭარბა. 22.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-22T19:27+0400
2026-04-22T19:27+0400
2026-04-22T19:27+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 139 კგ-ს გადააჭარბა.უწყების ცნობით, დარღვევებიდან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.უწყების ცნობით, სამ თვეში გამოვლენილია სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 38 და ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა: გამოვლენილია 85 ფაქტი
წლის დასაწყისიდან ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 139 კგ-ს გადააჭარბა.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 139 კგ-ს გადააჭარბა.
უწყების ცნობით, დარღვევებიდან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.
უწყების ცნობით, სამ თვეში გამოვლენილია სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 38 და ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.