საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას უმასპინძლა

© Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს და სომხეთის თავდაცვის მინისტრები
საქართველოს და სომხეთის თავდაცვის მინისტრები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 22 აპრილს ეწვია.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სომეხმა კოლეგა სურენ პაპიკიანთან გამართულ შეხვედრაზე.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 22 აპრილს ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თავდაცვის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ჩიქოვანმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ამასთან საქართველოს მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
უწყებების ხელმძღვანელებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მჭიდრო კავშირებსა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე.
საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები წარმოადგენდა. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
კოლეგებმა ასევე განიხილეს 2026 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები, რომელიც, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მრავლისმომცველია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0