https://sputnik-georgia.com/20260422/saqartvelos-mosaxleoba--3929581-298259537.html
„საქსტატის" დაზუსტებული მონაცემები: საქართველოს მოსახლეობა 3,9 მილიონია
„საქსტატის" დაზუსტებული მონაცემები: საქართველოს მოსახლეობა 3,9 მილიონია
Sputnik საქართველო
ახალი მონაცემებით, თბილისში 1 331 485 ადამიანი ცხოვრობს 22.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-22T22:00+0400
2026-04-22T22:00+0400
2026-04-22T22:00+0400
საქართველო
საქსტატი
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285775450_0:273:3078:2004_1920x0_80_0_0_6e54c03973221f13376a36a117b59295.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენს.მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, წინასწარი მონაცემები კი 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა.ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის დაზუსტებული მონაცემები 0,4%-ით აღემატება წინასწარ მონაცემებს, რომლის თანახმად ქვეყანაში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 2 442 231 პირი საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, დანარჩენი 38% — სოფლად.დაზუსტებული მონაცემებით, თბილისის მოსახლეობა 1 331 485 ადამიანს შეადგენს, მათგან 1 273 015 ცხოვრობს უშუალოდ ქალაქში, ხოლო 58,470 - სოფლის ტიპის გარეუბნებში. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც მოსახლეობა 273 742 ადამიანს შეადგენს, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 236,999 -ს.მოსახლეობის რიცხოვნობით მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 441 630 ადამიანი ცხოვრობს, სოფლად - 249 976, 194 654 კი საქალაქო დასახლებებში.მოსახლეობის გენდერული შემადგენლობამოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში 2 048 577 ქალი და 1 881 004 მამაკაცი ცხოვრობს. ამასთან, თბილისში ქალებისა და მამაკაცების პროპორციული თანაფარდობა 54% / 46%-ზეა.რეგიონებში კი ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, პრაქტიკულად, თანაბარია (ცდომილება 1-2%-ს შეადგენს). მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთში თანაბარი რაოდენობის ქალი და მამაკაცი ცხოვრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285775450_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_fcb6ac8c5ef6f7853d4cbb456b4c9224.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
„საქსტატის" დაზუსტებული მონაცემები: საქართველოს მოსახლეობა 3,9 მილიონია
ახალი მონაცემებით, თბილისში 1 331 485 ადამიანი ცხოვრობს
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენს.
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, წინასწარი მონაცემები კი 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა.
ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის დაზუსტებული მონაცემები 0,4%-ით აღემატება წინასწარ მონაცემებს, რომლის თანახმად ქვეყანაში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 2 442 231 პირი საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, დანარჩენი 38% — სოფლად.
დაზუსტებული მონაცემებით, თბილისის მოსახლეობა 1 331 485 ადამიანს შეადგენს, მათგან 1 273 015 ცხოვრობს უშუალოდ ქალაქში, ხოლო 58,470 - სოფლის ტიპის გარეუბნებში. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც მოსახლეობა 273 742 ადამიანს შეადგენს, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 236,999 -ს.
მოსახლეობის რიცხოვნობით მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 441 630 ადამიანი ცხოვრობს, სოფლად - 249 976, 194 654 კი საქალაქო დასახლებებში.
მოსახლეობის გენდერული შემადგენლობა
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში 2 048 577 ქალი და 1 881 004 მამაკაცი ცხოვრობს. ამასთან, თბილისში ქალებისა და მამაკაცების პროპორციული თანაფარდობა 54% / 46%-ზეა.
რეგიონებში კი ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, პრაქტიკულად, თანაბარია (ცდომილება 1-2%-ს შეადგენს). მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთში თანაბარი რაოდენობის ქალი და მამაკაცი ცხოვრობს.