საქართველომ ეუთოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა

© AP Photo / Lisa Leutnerეუთო
ეუთო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
დღეის მდგომარეობით ეუთოს თავმჯდომარეობის პოსტზე პრეტენზიას ჩეხეთიც აცხადებს
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე ოფიციალური განაცხადი წარადგინა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ დროისთვის ეუთოში თავმჯდომარეობის სტატუსისთვის დიპლომატიური ბრძოლა ორგანიზაციის შიგნით არსებული სერიოზული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. მთავარ გამოწვევას ისეთი ქვეყნის შერჩევა წარმოადგენს, რომლის კანდიდატურასაც მხარს როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი დაუჭერს.
„საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. განაცხადის წარდგენა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ორგანიზაციის ღირებულებების — უწყვეტობის, ინკლუზიურობისა და პროაქტიული ჩართულობის მიმართ. საქართველო თავმჯდომარეობისთვის მზადყოფნას ადასტურებს ეუთოს საქმიანობაში კონსტრუქციული მონაწილეობით, ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების განუხრელი დაცვითა და უსაფრთხოების სფეროში რთული ამოცანების გადაჭრისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დღეის მდგომარეობით ეუთოს თავმჯდომარეობის პოსტზე პრეტენზიას ჩეხეთიც აცხადებს. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩეხეთის კანდიდატურის დამტკიცება, შესაძლოა, სირთულეებს წააწყდეს, ვინაიდან პრაღას მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია უკავია.
თავმჯდომარის არჩევა ხმების უმრავლესობით ხდება, თუმცა 57 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება მიზეზის განმარტების გარეშე. ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა შვეიცარიაა.
ყველა ახალი ამბავი
0