https://sputnik-georgia.com/20260422/meriam-10000-lari-82-xandazmuls-chauricxa-298241950.html
მიმდინარე წელს თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა
მიმდინარე წელს თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა
Sputnik საქართველო
გასულ წელს ფულადი დახმარება 100 წლის და მეტი ასაკის 81 მოქალაქეს ჩაერიცხა 22.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-22T15:00+0400
2026-04-22T15:00+0400
2026-04-22T15:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი საჩუქრად 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა, იუწყება ქართული მედია.დედაქალაქის მერიამ თბილისში რეგისტრირებული „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა 2023 წელს დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა ხანდაზმულებისთვის თანხის 1 ათასი ლარით ფულადი დახმარების გაწევას, თუმცა, გასულ წელს პროგრამაში ცვლილებები განხორცლედა და თანხის ოდენობა 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი გახდა.უწყების ცნობით, თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. ხანდაზმულებს კი, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ მათთვის ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ. თბილისის მერიამ „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი დახმარება 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო. 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი 106 წლის ორი ქალბატონი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისის მერია, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
მიმდინარე წელს თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა
გასულ წელს ფულადი დახმარება 100 წლის და მეტი ასაკის 81 მოქალაქეს ჩაერიცხა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი საჩუქრად 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა, იუწყება ქართული მედია.
დედაქალაქის მერიამ თბილისში რეგისტრირებული „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა 2023 წელს დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა ხანდაზმულებისთვის თანხის 1 ათასი ლარით ფულადი დახმარების გაწევას, თუმცა, გასულ წელს პროგრამაში ცვლილებები განხორცლედა და თანხის ოდენობა 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი გახდა.
„2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 ათასი ლარი, საუკუნის და მეტი ხნის 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა, აქედან 75 მდედრობითი სქესისაა. 82 ხანდაზმულიდან 15-ს 100 წელი შეუსრულდა. ყველაზე უხუცესი 105 წლის ორი ქალბატონია“, აღნიშნეს თბილისის მერიაში.
უწყების ცნობით, თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი.
ხანდაზმულებს კი, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ მათთვის ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ.
თბილისის მერიამ „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი დახმარება 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო. 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი 106 წლის ორი ქალბატონი იყო.