https://sputnik-georgia.com/20260422/kavelashvili-samitze-sitkvit-gamovida-298252019.html
პრეზიდენტი: სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს
პრეზიდენტი: სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნა ყაველაშვილმა. 22.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-22T18:27+0400
2026-04-22T18:27+0400
2026-04-22T18:27+0400
საქართველო
ყაზახეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/16/298244302_0:3:2049:1155_1920x0_80_0_0_026016348b1e97aaa3ebbc473ebbf91f.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ასტანაში რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტს RES-2026 22-დან 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში იმართება. ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. „ამიტომ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის განუყოფელი ნაწილია“, -განმარტა ყაველაშვილმა. მისი თქმით, გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ პროცესში. მან ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობა, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა. მისი თქმით, სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და უფრო ფართო რეგიონულ თანამშრომლობას. 2026 წლის სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იღებენ მონაწილეობას.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/16/298244302_252:0:1796:1158_1920x0_80_0_0_4b0646aec77c7095a73e367458825628.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
პრეზიდენტი: სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს
საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნა ყაველაშვილმა.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ასტანაში რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტს RES-2026 22-დან 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში იმართება. ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.
„სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
„ამიტომ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის განუყოფელი ნაწილია“, -განმარტა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ პროცესში.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობა, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.
„საქართველო კვლავაც განაგრძობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული დიალოგის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა. ეს სტაბილურობა ეყრდნობა არა მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არამედ მყარ ინსტიტუტებს, პროგნოზირებად პოლიტიკურ გარემოს, კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო ვალდებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და უფრო ფართო რეგიონულ თანამშრომლობას.
2026 წლის სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იღებენ მონაწილეობას.