ბასილაშვილი მადრიდის Masters-ის ძირითად ბადეში ითამაშებს

© AFP 2024 / MATTHEW STOCKMANნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 120-ე ადგილზეა, მისი მომდევნო მეტოქე მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში მოგვიანებით გამოვლინდება.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდში, 1000-ქულიანი „მასტერსის" ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.
მადრიდში ტრადიციული Masters-ი 22 აპრილიდან 3 მაისამდე იმართება. ტურნირის მთავარი ფავორიტი იტალიელი იანიკ სინერია, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში ATP-ის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის 90-ე ნომერი პატრიკ კიპსონი სამ სეტში – 6:7, 7:6, 6:4 დაამარცხა.
მანამდე საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა იტალიელ სტეფანო ტრავალიას სძლია – 7:6, 6:4.
ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 120-ე ადგილზეა, მისი მომდევნო მეტოქე მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში მოგვიანებით გამოვლინდება.
მსოფლიო რეიტინგში 33 წლის ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი 2018 წელს მე-16 ადგილი იყო, მას ხუთი უმაღლესი დონის ATP ტურნირი აქვს მოგებული.
ყველა ახალი ამბავი
0