უკანონონოდ მოპოვებული ხეტყე ექსპორტზე ყალბი საბუთებით გაჰქონდათ: დაკავებულია ორი პირი

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2026
გამოწერა
დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინება კიდევ ერთ ფიზიკურ პირს და ოთხ იურიდიულ პირს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შეიმუშავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანიც უკანონოდ მოპოვებული ხეტყის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემა იყო.
კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მასალის წარმოშობის წყაროს დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფიქტიური კომპანიისგან დოკუმენტურად ყიდულობდნენ ხის მასალას და ამ გზით, ხელოვნურად ქმნიდნენ საქონლის ნაშთს. ამ ყალბი დოკუმენტაციის შემოსავლების სამსახურში წარდგენის შემდეგ კი ისინი უკანონოდ მოპოვებული მასალის ექსპორტს ახორციელებდნენ.
დაკავებულებმა, სხვადასხვა კომპანიების სახელით, ექსპორტზე ჯამში 13 073 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის ხის მასალა გაიტანეს, რითაც 8 960 588 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 194-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0