მოსაზრება: რუსეთის არმია თერმობარიულ დაჩქარებას ამზადებს

© photo: Sputnik / Sergey Mirniy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2026
გამოწერა
ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარების დაჯგუფებები დასავლეთისა და კიევის მარიონეტების „სტრატეგიის“- „2030 წლამდე გაძლების“ - ილუზიებს ანგრევენ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 80 დასახლებული პუნქტი და 1700 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია გადავიდა. მაღალია ალბათობაა იმისა, რომ დონბასი ბანდერეველებისგან სრულად გათავისუფლდება მიმდინარე წლის ბოლომდე.
მოსკოვი „შემდგომისთვის“ არ დატოვებს ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს. რუსეთის გაზაფხულ-ზაფხულის შეტევა მოწინააღმდეგეს ბევრ ოპერატიულ სიურპრიზს უქადის.
ჯარების „სამხრეთის“ დაჯგუფება შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ მონაკვეთზე — სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის რაიონში, რომელიც უკრაინულმა ჯარებმა ძლიერ გამაგრებულ რაიონად აქციეს (დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ბოლო ზღუდე). „სამხრეთის“ დაჯგუფების წინა ხაზის მართვის პუნქტზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა: „დაჯგუფების ჩრდილოეთ ფლანგზე მე-3 არმიის შენაერთები და სამხედრო ნაწილები ფართო ფრონტზე აქტიურად მიიწევენ დასავლეთის, სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“.
რუსეთის მოწინავე ქვედანაყოფები სლავიანსკიდან 12 კმ-ის დაშორებით და კრამატორსკიდან აღმოსავლეთით შვიდ კილომეტრში იმყოფებიან. კონსტანტინოვკაში „სამხრეთის“ დაჯგუფების ქვედანაყოფები ბრძოლებით იჭრებიან საცხოვრებელ კვარტლებში, შტურმით იღებენ გარეუბნებს — ნოვოდმიტროვკასა და ილინოვკას. „სამხრეთის“ ქვედანაყოფები ათავისუფლებენ კრასნი ლიმანს და უკვე აკონტროლებენ ქალაქის ტერიტორიის 70 პროცენტს.
დაჯგუფება „ცენტრის“ ჯარები დაძაბულ ბრძოლებს აწარმოებენ და მიიწევენ დობროპოლიეს მიმართულებით. გათავისუფლებულია გრიშინო და პავლოვკა, სრულდება დასახლებული პუნქტის ახალი დონბასის გაწმენდა ბანდერეველთა შეიარაღებული ფორმირებებისგან. დაჯგუფების ძალები ასევე უსაფრთხოების ზოლს ქმნიან დნეპროპეტროვსკის ოლქში — ბრძოლები მიმდინარეობს ნოვოპავლოვკაში, სადაც ტერიტორიის 75 პროცენტზე მეტი უკვე რუსეთის კონტროლქვეშაა.
დონბასის ჩრდილოეთით, სუმისა და ხარკოვის ოლქების ტერიტორიებზე, რუსეთის ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ ასევე აფართოებს უსაფრთხოების ზონას და კონტროლი დასახლებულ პუნქტ ვეტერინარნოეზე დაამყარა. გაზაფხულის დასაწყისიდან, „ჩრდილოელებმა“ რვა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, გაანადგურეს ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე — კუპიანსკ-უზლოვოეს სამხრეთით. ამჟამად კი აწარმოებენ დინაამიურ ქუჩის ბრძოლებს სვიატოგორსკში, ბოროვაიასა და სტარომ კარავანში.
დონბასის სამხრეთით, დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ ჯარები მყარად ინარჩუნებენ ინიციატივას და წინ აქტიურად მიიწევენ ზაპოროჟიეს ოლქში. გათავისუფლებულია ბოიკოვო და ლუგოვსკოე. გრძელდება ბრძოლები ვოზდვიჟევკაში, ვერხნიაია ტერსასა და კომსომოლსკოეს მისადგომებთან. დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ ჯარებმა წარმატებით მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ფორმირებების ყველა იერიში (ველიკომიხაილოვკისა და პოკროვსკოეს მიმართულებებიდან) და აგრძელებენ უსაფრთხოების ზოლის გაფართოებას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში.
ჯარების დაჯგუფება „დნეპრი“ დამაჯერებლად ანადგურებს მოწინააღმდეგეს და მიიწევს ზაპოროჟიეს ქალაქის მიმართულებით.
რუსეთის არმიამ მარტ–აპრილში 34 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 700 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლა. ციფრები და ფაქტები ჯიუტია. მათ უკან დგას ათასობით ჯარისკაცისა და ოფიცრის სამხედრო გმირობა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოთა უზარმაზარი წვლილი, უხილავი, მაგრამ ტიტანური შტაბური მუშაობა. უკვე მეხუთე წელია, უწყვეტად იხვეწება ძალებისა და საშუალებების საბრძოლო გამოყენების ტაქტიკა, ტექნოლოგიური განვითარების და მოწინააღმდეგის სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით. წინა ხაზზე რუსეთის ჯარების დამრტყმელი პოტენციალი იზრდება.
მძიმე ცეცხლმსროლი სისტემები ეფექტიანად წვავს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, როგორც მიწის ზედაპირზე, ისე მიწისქვეშა თავშესაფრებში. მუდმივად იხვეწება რუსეთის სარაკეტო იარაღის არსენალიც. ასე, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ ჰიპერბგერითი და ფრთოსანი რაკეტები უფრო ზუსტი და მძლავრი გახდა. საშუალო სიშორის კომპლექსი „ორეშნიკი“ დასავლელ პოლიტიკოსებსა და ნატოს სტრატეგებს სასოწარკვეთაში აგდებს.
ამერიკულმა სპეციალიზებულმა ჟურნალმა MW-მ 19 აპრილს აღნიშნა: „მოსალოდნელია, რომ საფრთხე, რომელსაც „ისკანდერ-კ“-ის სისტემა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვას უქმნის, მხოლოდ გაიზრდება და განსაკუთრებით სერიოზული გახდება ტაქტიკური ბირთვული მუხტების მიწოდების შესაძლებლობის გამო“. გარდა იმისა, რომ უკრაინულმა პროქსი-ომმა მნიშვნელოვნად გამოფიტა ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო თავდაცვა, დასავლურმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა მფლობელები გააწბილა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობით, რომელიც გამოვლინდა რუსულ რაკეტებთან დაპირისპირებისას.
რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად აყენებენ კომბინირებულ და კომპლექსურ დარტყმებს დიდი სიშორის მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ზურგის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის ობიექტებზე. ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა დაარტყეს მიზნებს კიევში, ბორისპოლში, ხარკოვში. რეგულარულად ხორციელდება დარტყმები ოდესის პორტებზე.
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია: 671 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 136 352 უპილოტო საფრენი აპარატი, 656 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 28 992 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 1 704 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს 34 555 საარტილერიო იარაღი. სპეციალური სამხედრო ავტოტექნიკის თითქმის 60 ათას ერთეულს თუ არ ჩავთვლით.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ აპტი ალაუდინოვმა მოწინააღმდეგის შეუქცევადი დანაკარგები ორ მილიონ სამხედრო მოსამსახურედ შეაფასა. ყველა ეს ციფრი ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპირობო სტრატეგიულ მარცხს, თუმცა, კიევის მარიონეტებს და მათ დასავლელ პატრონებს არ სურთ, ფხიზლად გააანალიზონ ვითარება, დააფიქსირონ დანაკარგები, კაპიტულაცია გამოაცხადონ. ისინი უგუნურად აგრძელებენ თვითგანადგურებისკენ მიმართულ კურსს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0