https://sputnik-georgia.com/20260421/mmartveli-partia-opoziciis-winaagmdeg-ganaxlebul-sarchelze-298223840.html
„თავად მოგვცეს საფუძველი": მმართველი პარტია ოპოზიციის წინააღმდეგ განახლებულ სარჩელზე
„თავად მოგვცეს საფუძველი": მმართველი პარტია ოპოზიციის წინააღმდეგ განახლებულ სარჩელზე
Sputnik საქართველო
20 აპრილს მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რიგი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ განახლებული სარჩელი შეიტანა. 21.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-21T16:00+0400
2026-04-21T16:00+0400
2026-04-21T16:00+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_0:0:821:463_1920x0_80_0_0_83fe77d4635b5872ecf13f2019e681e2.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში რიგი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ ახალი სარჩელის შეტანის საფუძველი მათი ფაქტობრივი გაერთიანება და საერთო პოლიტიკური მიზნები გახდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.20 აპრილს მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რიგი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ განახლებული სარჩელი შეიტანა. პარტიების სია გაფართოვდა: სამ ოპოზიციურ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პარტია „ფედერალისტები“ დაემატა.“მისი თქმით, სარჩელის ავტორები სამართლებრივი არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული არიან. „ეს იქნება სამართლიანი პროცესი. დარწმუნებული ვართ, რომ უამრავი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს, რომელთა გაბათილებასაც ოპონენტები სასამართლოში ვერ შეძლებენ“, — დასძინა დეპუტატმა.„ფედერალისტების" რეაქციათავის მხრივ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის არაფერი იცვლება, რადგანაც პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება, არსებითად, უკვე მიღებულია.მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლები ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას კვლავაც გააგრძელებენ და ეცდებიან მისი ცვლილება საპროტესტო აქციებით, საერთაშორისო სანქციებითა და დემოკრატიული ალტერნატივის შექმნით შეძლონ.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია ასევე მზად არის გამოიყენოს სასამართლო მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო ინსტანციების მიმართვა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, მათ შორის სასამართლოებს, რათა საქმე საერთაშორისო დონეზე მივიდეს და რეჟიმის დელეგიტიმაციას მივაღწიოთ, დასძინა ჩერგოლეიშვილმა.როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სარჩელის საფუძველი გახდა 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციის დებულებები. მისი თქმით, დოკუმენტს მხარი დაუჭირა არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებმაც საერთო სტრატეგიული მიზნები განსაზღვრეს.2026 წლის მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. მათ ასევე დააანონსეს ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება.ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანი „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.პარტიების აკრძალვა2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განხილვაში მიიღო. ესაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_23:0:747:543_1920x0_80_0_0_8783534ac4ad018d846ce019e1fe68e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
„თავად მოგვცეს საფუძველი": მმართველი პარტია ოპოზიციის წინააღმდეგ განახლებულ სარჩელზე
20 აპრილს მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რიგი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ განახლებული სარჩელი შეიტანა.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში რიგი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ ახალი სარჩელის შეტანის საფუძველი მათი ფაქტობრივი გაერთიანება და საერთო პოლიტიკური მიზნები გახდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
20 აპრილს მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რიგი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ განახლებული სარჩელი შეიტანა. პარტიების სია გაფართოვდა: სამ ოპოზიციურ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პარტია „ფედერალისტები“ დაემატა.“
„ფედერალისტები თუ ფორმალურად გაყოფილები იყვნენ კრებსითი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ახლა ერთი სახე მიიღეს და, რა თქმა უნდა, მათ არ გამოვტოვებდით. თავად მოგვცეს დამატებითი მტკიცებულება, რომ ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული მათი არაკონსტიტუციური მოქმედებები“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, სარჩელის ავტორები სამართლებრივი არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული არიან.
„ეს იქნება სამართლიანი პროცესი. დარწმუნებული ვართ, რომ უამრავი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს, რომელთა გაბათილებასაც ოპონენტები სასამართლოში ვერ შეძლებენ“, — დასძინა დეპუტატმა.
თავის მხრივ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის არაფერი იცვლება, რადგანაც პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება, არსებითად, უკვე მიღებულია.
„თუ პარტიები იკრძალება ქვეყანაში, ეს ნიშნავს რომ პოლიტიკური პროცესიც იკრძალება. ამიტომაც „ფედერალისტები“ არანაირი ფორმალურ პროცესში არ ვაპირებთ მონაწილეობას", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლები ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას კვლავაც გააგრძელებენ და ეცდებიან მისი ცვლილება საპროტესტო აქციებით, საერთაშორისო სანქციებითა და დემოკრატიული ალტერნატივის შექმნით შეძლონ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია ასევე მზად არის გამოიყენოს სასამართლო მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო ინსტანციების მიმართვა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, მათ შორის სასამართლოებს, რათა საქმე საერთაშორისო დონეზე მივიდეს და რეჟიმის დელეგიტიმაციას მივაღწიოთ, დასძინა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სარჩელის საფუძველი გახდა 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციის დებულებები. მისი თქმით, დოკუმენტს მხარი დაუჭირა არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებმაც საერთო სტრატეგიული მიზნები განსაზღვრეს.
2026 წლის მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. მათ ასევე დააანონსეს ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება.
ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანი „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განხილვაში მიიღო. ესაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.
მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.