მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

© Courtesy of Roads Department of Georgiaხიდი მდინარე ალაზანზე
ხიდი მდინარე ალაზანზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2026
გამოწერა
განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე ალაზანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული - პროექტის ღირებულებამ 1 096 500 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ხიდსა და ბურჯებზე არსებული ზღუდარები, ბეტონის პარაპეტები, მოაჯირები და ტროტუარი. ასევე მოეწყო გაბიონის კედლები, სადეფორმაციო ნაკერები, ჰიდროიზოლაცია და ასფალტბეტონის საფარი.
როგორც საავტომობილი გზების დეპარტამენტში განაცხადეს, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0