https://sputnik-georgia.com/20260421/mcxetis-shemosavleli-gza-15-dgit-daiketeba-298235856.html
22 აპრილიდან მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
22 აპრილიდან მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 22 აპრილის 10:00 საათიდან გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15... 21.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-21T22:55+0400
2026-04-21T22:55+0400
2026-04-21T22:54+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/22/237572232_250:349:2000:1333_1920x0_80_0_0_35932cb756e4a6ea2d5f7736c55558f9.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 22 აპრილის 10:00 საათიდან გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, საავტომობილო გადაადგილების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდება საზოგადოებას და ადგილზე განთავსდება დროებითი საგზაო ნიშნები.„ჩაკეტვის პერიოდში, მცხეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-20 კმ-ზე არსებული ზაჰესის კვანძის გავლით და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტი მცხეთაში თბილისის მხრიდან შემოვა და ნარეკვავზე არსებულ სუპერმარკეტ ,,მაგნიტამდე” იმოძრავებს, ხოლო მცხეთიდან გასვლა დაუბრკოლებლად შეეძლება. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მცხეთის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიის მიმდებარედ გადმოინაცვლებს.საგზაო სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია „ბლექსი გრუპი“ განახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/22/237572232_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_04bcb544e0f4ff818e83609ba5687a35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 22 აპრილის 10:00 საათიდან გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საავტომობილო გადაადგილების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდება საზოგადოებას და ადგილზე განთავსდება დროებითი საგზაო ნიშნები.
„ჩაკეტვის პერიოდში, მცხეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-20 კმ-ზე არსებული ზაჰესის კვანძის გავლით და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტი მცხეთაში თბილისის მხრიდან შემოვა და ნარეკვავზე არსებულ სუპერმარკეტ ,,მაგნიტამდე” იმოძრავებს, ხოლო მცხეთიდან გასვლა დაუბრკოლებლად შეეძლება.
შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მცხეთის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიის მიმდებარედ გადმოინაცვლებს.
საგზაო სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია „ბლექსი გრუპი“ განახორციელებს.