https://sputnik-georgia.com/20260421/imf-saqartvelos-ekonomika-inarchunebs-mdgradobas-298229934.html
IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას
IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას
Sputnik საქართველო
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. 21.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-21T18:00+0400
2026-04-21T18:00+0400
2026-04-21T18:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282751285_0:52:1972:1161_1920x0_80_0_0_c22235e9951abaab67d5f8d8d6693c37.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს, ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები, რომელსაც საქართველოს დელეგაცია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შემადგენლობით დაესწრო, ვაშინგტონში 13-18 მაისს გაიმართა.კლიკმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება და ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას.მისი განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია საქართველოში მარტის ბოლოს ჩამოვიდა და 7 აპრილამდე იმყოფებოდა. მისიამ შეხვედრები გამართა როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა იყო. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში უწევს დახმარებას. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში დახმარებას უწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველებმა და ალტერნატიული მმართველებმა, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა.მონაწილეებმა განიხილეს გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება და დახმარების ეფექტურობა, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემები.ტრადიციულად, ყოველწლიური შეხვედრები ვაშინგტონში ზედიზედ ორი წლის განმავლობაში იმართება და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, რათა ასახოს ორივე ორგანიზაციის საქმიანობის საერთაშორისო ხასიათი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282751285_178:0:1794:1212_1920x0_80_0_0_0fa2ba6bfd768178857bd0ba3e5b12b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს, ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები, რომელსაც საქართველოს დელეგაცია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შემადგენლობით დაესწრო, ვაშინგტონში 13-18 მაისს გაიმართა.
„საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე“, - განაცხადა კლიკმა.
კლიკმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება და ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას.
მისი განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია საქართველოში მარტის ბოლოს ჩამოვიდა და 7 აპრილამდე იმყოფებოდა. მისიამ შეხვედრები გამართა როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა იყო.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში უწევს დახმარებას.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში დახმარებას უწევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველებმა და ალტერნატიული მმართველებმა, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა განიხილეს გლობალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება და დახმარების ეფექტურობა, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემები.
ტრადიციულად, ყოველწლიური შეხვედრები ვაშინგტონში ზედიზედ ორი წლის განმავლობაში იმართება და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, რათა ასახოს ორივე ორგანიზაციის საქმიანობის საერთაშორისო ხასიათი.