https://sputnik-georgia.com/20260421/bolnisis-sionis-restavracia-specialistebis-zedamxedvelobot-tardeba-298218335.html
სააგენტო: ბოლნისის სიონის სარესტავრაციო სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით ტარდება
სააგენტო: ბოლნისის სიონის სარესტავრაციო სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით ტარდება
Sputnik საქართველო
მიმდინარე სამუშაოები მოიცავს ტაძრის ინტერიერის მოწესრიგებას, კედლების კონსერვაციასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას, რათა დაცული იყოს V საუკუნის ძეგლის... 21.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-21T10:29+0400
2026-04-21T10:29+0400
2026-04-21T10:30+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/05/244800510_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_2c8787c2d60759b6e21f1fc0e57a4dea.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მოიცავს ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ასევე ტაძრის ინტერიერის მოწესრიგებას, კედლების კონსერვაციასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას, რათა დაცული იყოს V საუკუნის ძეგლის ავთენტურობა.სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.უწყების ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით.ბოლნისის სიონი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თავისი ისტორიით, არქიტექტურით, კედლის მხატვრობით, უძველესი წარწერებით. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ბოლნური ტუფის თლილი კვადრებით აშენებული V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ეზოში დგას სამრეკლო, არის ძველი გალავნის ნაშთები, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი - დედათა მონასტრისთვის საჭირო ნაგებობები. ამჟამად ტერიტორია შემოსაზღვრულია გვიან ამოყვანილი გალავნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/05/244800510_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_1a7c13525c490488e080a5d3e0171129.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
სააგენტო: ბოლნისის სიონის სარესტავრაციო სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით ტარდება
10:29 21.04.2026 (განახლებულია: 10:30 21.04.2026) მიმდინარე სამუშაოები მოიცავს ტაძრის ინტერიერის მოწესრიგებას, კედლების კონსერვაციასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას, რათა დაცული იყოს V საუკუნის ძეგლის ავთენტურობა.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მოიცავს ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ასევე ტაძრის ინტერიერის მოწესრიგებას, კედლების კონსერვაციასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას, რათა დაცული იყოს V საუკუნის ძეგლის ავთენტურობა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.
„გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით.
ბოლნისის სიონი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თავისი ისტორიით, არქიტექტურით, კედლის მხატვრობით, უძველესი წარწერებით. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ბოლნური ტუფის თლილი კვადრებით აშენებული V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ეზოში დგას სამრეკლო, არის ძველი გალავნის ნაშთები, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი - დედათა მონასტრისთვის საჭირო ნაგებობები. ამჟამად ტერიტორია შემოსაზღვრულია გვიან ამოყვანილი გალავნით.