https://sputnik-georgia.com/20260420/skati-350--298297741.html
მიმოხილვა: უპილოტო „სკატი 350მ“ ცენტრალურ აზიას იპყრობს
მიმოხილვა: უპილოტო „სკატი 350მ“ ცენტრალურ აზიას იპყრობს
Sputnik საქართველო
მოსაზრება 20.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-20T13:34+0400
2026-04-20T13:34+0400
2026-04-25T10:35+0400
მიმოხილვები
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/02/287139359_0:131:3177:1918_1920x0_80_0_0_d930a8f86bce53f3cf1b2d541aeff96a.jpg
მოსაზრებარუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მრავალი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი ორმაგი დანიშნულების პოტენციალს ფლობს. სამხედრო და სამოქალაქო სფეროებში გამოყენების ეფექტიანობის ნათელი მაგალითია კონცერნ „კალაშნიკოვის“ უპილოტო საფრენი აპარატი „სკატი 350 მ”.უზბეკეთის დედაქალაქში მიმდინარეობს VI საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომი. ცენტრალური აზია“, რომელშიც მონაწილეობს 500-ზე მეტი კომპანია ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ათეულობით სხვა ქვეყნიდან. მთავარი სექტორებია: მანქანათმშენებლობა, მეტალურგია და მასალები, საწარმოო და ენერგეტიკული ტექნოლოგიები. მიზანია, სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის განვითარება. აღვნიშნოთ, რომ მონაწილეთა 60% აღჭურვილია შესყიდვების ან სტრატეგიული დაგეგმვის უფლებამოსილებით.გამოფენა „ინოპრომის“ მნიშვნელობას ადასტურებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა 35 ქვეყნისგან ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ავღანეთიდან, ბელარუსიდან, განადან, გერმანიიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, კანადიდან, კატარიდან, ჩინეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ნიგერიიდან, ნიდერლანდებიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, ტაჯიკეთიდან და თურქეთიდან.საერთაშორისო ინტერესი გამოწვეულია ცენტრალურ აზიაში სამრეწველო წარმოების მდგრადი ზრდით, წლიურად 7%-მდე. მაგალითად, დამამუშავებელი წარმოების საწარმოების წვლილმა უზბეკეთის მთლიანი შიდა პროდუქტის25%-ს მიაღწია, ყაზახეთის — 18%-ს. ზრდა უზრუნველყოფილია მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციის სახელმწიფო პროგრამებით, კომპონენტური ბაზის ლოკალიზაციით. 2025 წელს ცენტრალური აზიის მრეწველობაში ინვესტიციების მოცულობამ 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.ტაშკენტში გამოფენის დამთვალიერებლებს ყველაზე მეტად უპილოტო საფრენი აპარატები (მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ელემენტების მქონე დრონები) იზიდავს, აგრეთვე მრეწველობისთვის განკუთვნილი რობოტიზებული ტექნიკა, ავტონომიური ენერგომომარაგების ორგანიზების სისტემები. უზბეკეთს წამყვანი სამრეწველო კომპანიები წარმოადგენენ. გამოფენის უმსხვილესი მონაწილეები რუსეთიდან არიან როსატომი, ტატნეფტი, კამაზი, როსტეხი, ნაცპროექტსტროი, ტმკ, რუსეთის საექსპორტო ცენტრი, ფოსაგრო. კონცერნი „კალაშნიკოვი“ ტრადიციულად სთავაზობს უპილოტო ტექნოლოგიებს. მრავალფუნქციური კომპლექსი უპილოტო საფრენი აპარატის “სკატი 350 მ” „ინოპრომის“ მოედანზე პირველად არის წარმოდგენილი.რუსული კონცერნის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ლეონიდ როკეახმა განაცხადა: „ვაკვირდებით ცენტრალური აზიის ქვეყნების სტაბილურად მზარდ ინტერესს უპილოტო საფრენი აპარატ “სკატი 350 მ”-ის მიმართ, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ეფექტიან გამოყენებას, როგორც სამხედრო მიზნებისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ისე სამოქალაქო პროექტებში. დღეს „სკატი” თავის კლასში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აპარატია.“ოპტიკურ-ელექტრონული სადაზვერვო და მიზანმიმანიშნებელი უპილოტო საფრენი აპარატი “სკატი 350 მ” საზოგადოებას შედარებით ახლახან წარედგინა, როგორც ადრე კარგად დამკვიდრებული დრონის Supercam 350-ის ღრმა მოდერნიზაციის შედეგი. „სკატი“ აღჭურვილია ორიგინალური ოპტიკური ნავიგაციით, შეუძლია ამოცანების შესრულება დღისითაც და ღამითაც (თბოვიზორი), მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგობის პირობებში. თანამედროვე მოდული განახლებული ალგორითმებით ამარტივებს მიზნების აღმოჩენასა და მათ სტაბილურ მიყოლას. მართვის მრავალი ფუნქცია ავტომატიზებულია. ეფექტიანი სიშორე შეზღუდულია სამეთაურო-ტელემეტრიული არხებით (რადიო-ვიდეო), 240 წუთიანი ფრენის განმავლობაში „სკატს“ შეუძლია, 200 კმ-ზე მეტი დაფაროს. ჰიმალაებში გამოცდებზე „სკატმა“ ადრეულ მოდიფიკაციაში ამ ტიპის აპარატებისთვის მსოფლიო რეკორდი დაამყარა: მიაღწია ევერესტის პიკს (8848 მ), შემდეგ კი აიწია 9333 მეტრამდე.აპარატი წარმოადგენს გაძლიერებული კონსტრუქციის მფრინავ ფრთას, რომელიც ადაპტირებულია კატაპულტით გაშვებისათვის და პარაშუტით დაჯდომისთვის. უპილოტო საფრენი აპარატის მასა 15 კგ-მდეა. კომპლექსის გაშლის დრო გამოყენებისთვის 15 წუთს შეადგენს. „სკატი“ ყველაზე ეფექტიანია დამრტყმელ დრონებთან „ლანცეტი“, „კუბი“, თვითმავალი საარტილერიო დანადგარ „კოალიცია-სვ“-თან და სხვა მაღალი სიზუსტის დამრტყმელ საშუალებებთან ურთიერთქმედებაში.აპარატი 2024 წლიდან გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა, მოთხოვნადია არა მხოლოდ საბრძოლო ზონაში. “სკატი 350 მ” აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერებით, უხმო ელექტროძრავით, უზრუნველყოფილია მოდულური დატვირთვებით სახელმწიფო საზღვრების, ურბანული აგლომერაციების, ასობით კილომეტრზე გადაჭიმული საზღვაო აკვატორიების, ნავთობისა და გაზსადენების და სხვა ობიექტების მონიტორინგისთვის, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, ტემპერატურის დიაპაზონში −45-დან +45°C-მდე. დრონი მუდმივად და ოპერატიულად იხვეწება, დამკვეთების მოთხოვნების გათვალისწინებით. კონცერნ „კალაშნიკოვმა“ 2025 წელს პროგრამულ უზრუნველყოფაში 44 ცვლილება შეიტანა. ანალიტიკოსების შეფასებით, “სკატი 350 მ”-ის ერთი კომპლექსის ღირებულება 500 ათას დოლარამდეა. ეფექტიანობის, ხარისხის, საიმედოობისა და ფასის თანაფარდობა ამ პროდუქტს მრავალ ქვეყანაში და მსოფლიოს მრავალ არმიაში წარმატებას უქადის. აღვნიშნოთ, რომ ტაშკენტში „ექსპანსიასთან“ ერთად რუსული უპილოტო საფრენი აპარატი იპყრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სივრცესაც.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/02/287139359_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_228c9545f1090e08ffd5781c4c071a57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მიმოხილვები, ანალიტიკა
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მრავალი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი ორმაგი დანიშნულების პოტენციალს ფლობს. სამხედრო და სამოქალაქო სფეროებში გამოყენების ეფექტიანობის ნათელი მაგალითია კონცერნ „კალაშნიკოვის“ უპილოტო საფრენი აპარატი „სკატი 350 მ”.
უზბეკეთის დედაქალაქში მიმდინარეობს VI საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომი. ცენტრალური აზია“, რომელშიც მონაწილეობს 500-ზე მეტი კომპანია ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ათეულობით სხვა ქვეყნიდან. მთავარი სექტორებია: მანქანათმშენებლობა, მეტალურგია და მასალები, საწარმოო და ენერგეტიკული ტექნოლოგიები. მიზანია, სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის განვითარება. აღვნიშნოთ, რომ მონაწილეთა 60% აღჭურვილია შესყიდვების ან სტრატეგიული დაგეგმვის უფლებამოსილებით.
გამოფენა „ინოპრომის“ მნიშვნელობას ადასტურებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა 35 ქვეყნისგან ახლო და შორეული საზღვარგარეთიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ავღანეთიდან, ბელარუსიდან, განადან, გერმანიიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, კანადიდან, კატარიდან, ჩინეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ნიგერიიდან, ნიდერლანდებიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, ტაჯიკეთიდან და თურქეთიდან.
საერთაშორისო ინტერესი გამოწვეულია ცენტრალურ აზიაში სამრეწველო წარმოების მდგრადი ზრდით, წლიურად 7%-მდე. მაგალითად, დამამუშავებელი წარმოების საწარმოების წვლილმა უზბეკეთის მთლიანი შიდა პროდუქტის25%-ს მიაღწია, ყაზახეთის — 18%-ს. ზრდა უზრუნველყოფილია მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციის სახელმწიფო პროგრამებით, კომპონენტური ბაზის ლოკალიზაციით. 2025 წელს ცენტრალური აზიის მრეწველობაში ინვესტიციების მოცულობამ 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ტაშკენტში გამოფენის დამთვალიერებლებს ყველაზე მეტად უპილოტო საფრენი აპარატები (მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ელემენტების მქონე დრონები) იზიდავს, აგრეთვე მრეწველობისთვის განკუთვნილი რობოტიზებული ტექნიკა, ავტონომიური ენერგომომარაგების ორგანიზების სისტემები.
უზბეკეთს წამყვანი სამრეწველო კომპანიები წარმოადგენენ. გამოფენის უმსხვილესი მონაწილეები რუსეთიდან არიან როსატომი, ტატნეფტი, კამაზი, როსტეხი, ნაცპროექტსტროი, ტმკ, რუსეთის საექსპორტო ცენტრი, ფოსაგრო. კონცერნი „კალაშნიკოვი“ ტრადიციულად სთავაზობს უპილოტო ტექნოლოგიებს. მრავალფუნქციური კომპლექსი უპილოტო საფრენი აპარატის “სკატი 350 მ” „ინოპრომის“ მოედანზე პირველად არის წარმოდგენილი.
რუსული კონცერნის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ლეონიდ როკეახმა განაცხადა: „ვაკვირდებით ცენტრალური აზიის ქვეყნების სტაბილურად მზარდ ინტერესს უპილოტო საფრენი აპარატ “სკატი 350 მ”-ის მიმართ, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ეფექტიან გამოყენებას, როგორც სამხედრო მიზნებისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ისე სამოქალაქო პროექტებში. დღეს „სკატი” თავის კლასში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აპარატია.“
ოპტიკურ-ელექტრონული სადაზვერვო და მიზანმიმანიშნებელი უპილოტო საფრენი აპარატი “სკატი 350 მ” საზოგადოებას შედარებით ახლახან წარედგინა, როგორც ადრე კარგად დამკვიდრებული დრონის Supercam 350-ის ღრმა მოდერნიზაციის შედეგი. „სკატი“ აღჭურვილია ორიგინალური ოპტიკური ნავიგაციით, შეუძლია ამოცანების შესრულება დღისითაც და ღამითაც (თბოვიზორი), მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგობის პირობებში. თანამედროვე მოდული განახლებული ალგორითმებით ამარტივებს მიზნების აღმოჩენასა და მათ სტაბილურ მიყოლას. მართვის მრავალი ფუნქცია ავტომატიზებულია. ეფექტიანი სიშორე შეზღუდულია სამეთაურო-ტელემეტრიული არხებით (რადიო-ვიდეო), 240 წუთიანი ფრენის განმავლობაში „სკატს“ შეუძლია, 200 კმ-ზე მეტი დაფაროს. ჰიმალაებში გამოცდებზე „სკატმა“ ადრეულ მოდიფიკაციაში ამ ტიპის აპარატებისთვის მსოფლიო რეკორდი დაამყარა: მიაღწია ევერესტის პიკს (8848 მ), შემდეგ კი აიწია 9333 მეტრამდე.
აპარატი წარმოადგენს გაძლიერებული კონსტრუქციის მფრინავ ფრთას, რომელიც ადაპტირებულია კატაპულტით გაშვებისათვის და პარაშუტით დაჯდომისთვის. უპილოტო საფრენი აპარატის მასა 15 კგ-მდეა. კომპლექსის გაშლის დრო გამოყენებისთვის 15 წუთს შეადგენს. „სკატი“ ყველაზე ეფექტიანია დამრტყმელ დრონებთან „ლანცეტი“, „კუბი“, თვითმავალი საარტილერიო დანადგარ „კოალიცია-სვ“-თან და სხვა მაღალი სიზუსტის დამრტყმელ საშუალებებთან ურთიერთქმედებაში.
აპარატი 2024 წლიდან გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა, მოთხოვნადია არა მხოლოდ საბრძოლო ზონაში. “სკატი 350 მ” აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერებით, უხმო ელექტროძრავით, უზრუნველყოფილია მოდულური დატვირთვებით სახელმწიფო საზღვრების, ურბანული აგლომერაციების, ასობით კილომეტრზე გადაჭიმული საზღვაო აკვატორიების, ნავთობისა და გაზსადენების და სხვა ობიექტების მონიტორინგისთვის, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, ტემპერატურის დიაპაზონში −45-დან +45°C-მდე.
დრონი მუდმივად და ოპერატიულად იხვეწება, დამკვეთების მოთხოვნების გათვალისწინებით. კონცერნ „კალაშნიკოვმა“ 2025 წელს პროგრამულ უზრუნველყოფაში 44 ცვლილება შეიტანა.
ანალიტიკოსების შეფასებით, “სკატი 350 მ”-ის ერთი კომპლექსის ღირებულება 500 ათას დოლარამდეა. ეფექტიანობის, ხარისხის, საიმედოობისა და ფასის თანაფარდობა ამ პროდუქტს მრავალ ქვეყანაში და მსოფლიოს მრავალ არმიაში წარმატებას უქადის. აღვნიშნოთ, რომ ტაშკენტში „ექსპანსიასთან“ ერთად რუსული უპილოტო საფრენი აპარატი იპყრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სივრცესაც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე