https://sputnik-georgia.com/20260420/sesma-regionebshi-aralegaluri-sasaklaoebi-agmoachina-298211767.html
სეს-მა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სეს-მა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. 20.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-20T19:29+0400
2026-04-20T19:29+0400
2026-04-20T19:29+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266335107_0:133:3000:1821_1920x0_80_0_0_db096cc9dcc513c55290275d60c394f0.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამეგრელოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აბაშის სოფელ პირველ მაისში ფიზიკური პირი სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა. არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც. ინდივიდუალური მეწარმეები გორის რაიონ სოფელ კარალეთში საქმიანობდნენ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც კერძოდ, სოფელებში გეგუთშსა და სართიჭალაში ფიზიკური პირები საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ. „ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“, -აღნიშულია ინფორმაციაში. სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266335107_198:0:2802:1953_1920x0_80_0_0_51508df7f07b140dbeb0f34eac6e2b15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
სეს-მა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამეგრელოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აბაშის სოფელ პირველ მაისში ფიზიკური პირი სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.
არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც. ინდივიდუალური მეწარმეები გორის რაიონ სოფელ კარალეთში საქმიანობდნენ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
„ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც კერძოდ, სოფელებში გეგუთშსა და სართიჭალაში ფიზიკური პირები საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ.
„ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.