საქართველოში ხორბლის წარმოება შემცირდა

© Ministry of Environmental Protection and Agricultureხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2026
გამოწერა
2025 წელს საქართველოში ხორბლის ნათესმა ფართობმა 49 ათასი ჰექტარი შეადგინა
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 3,6%-ით შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს 143, 7 ათასი ტონა ხორბალი იქნა წარმოებული.
ხორბლის წარმოება საქართველოში 2019-2025 წლებში

წელი

მოცულობა, ათასი ტონა

ზრდა, %

2019

100,6

-6,1

2020

102,4

1,8

2021

135,9

32,7

2022

156,8

15,4

2023

146,6

-6,5

2024

148,5

1,0

2025

143,7

-3,6

საქართველოში ხორბლის ნათესმა ფართობმა 49 ათასი ჰექტარი შეადგინა - მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობა, 2024 წელთან შედარებით, 8,5%-ით შემცირდა და 1 ჰექტარზე 2,9 ტონა შეადგინა.
საქართველო წლის განმავლობაში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0