რატომ გადაიტანეს საქართველოს ყველაზე ცნობილი მეფის ძეგლი თბილისის ცენტრიდან გარეუბანში?

გამოწერა
დავით აღმაშენებლის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იყო განთავსებული, 2005 წელს თბილისის ცენტრიდან გარეუბანში, დავით აღმაშენებლის ხეივანში გადაიტანეს.
ოფიციალურ მიზეზად რესპუბლიკის მოედნის მასშტაბური რეკონსტრუქცია დასახელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძეგლის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
ამჟამად მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის შემოსასვლელშია განთავსებული. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პროტესტი გამოიწვია - საზოგადოების წარმომადგენლები ძეგლის პირვანდენ ადგილზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. ძეგლის გადატანას ეწინააღმდეგებოდა მონუმენტის ავტორი, ცნობილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილიც.
2011 წელს რესპუბლიკის მოედანზე იმ ადგილის მახლობლად, სადაც აღმაშენებლის ძეგლი იდგა, ველოსიპედის სკულპტურა დადგეს. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქართული ინტელიგენცია კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ძეგლის დედაქალაქის ცენტრში დაბრუნებას. კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეებმა მთავრობას მიმართვა გაუგზავნეს და აღნიშნული საკითხის მოგვარება მოითხოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0