კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2026
გამოწერა
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ბოლო 5 წლის მანიძლზე მეხუთედ ჩატარდა, 19 აპრილს გაიმართა.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტ რუმენ რადევსა და მის გუნდს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ბოლო 5 წლის მანიძლზე მეხუთედ ჩატარდა, 19 აპრილს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ხმათა 78%-ის დათვლის შედეგად, ლიდერობს ექს-პრეზიდენტ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44,48%-ით, მეორე ადგილზეა პროევროპული კოალიცია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ - ხმების 14%-ით, მესამეზე კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი - 13%. წინასწარი შედეგებით, „პროგრესულ ბულგარეთს“, შესაძლოა, ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„რუმენ რადევს და მის გუნდს ვულოცავ არჩევნებში გამარჯვებას. ბულგარეთის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში ვუსურვებ მას წარმატებას. საქართველო მოუთმენლად ელოდება ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას“, – დაწერა პრემიერმა პლატფორმა X-ზე.
რადაევმა პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის 19 იანვარს დატოვა და არჩევნებში ჩაერთო, რომელიც რიგგარეშედ გაიმართა მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე წინა ხელისუფლება დეკემბერში გადადგა. როგორც ექს-პრეზიდენტმა ცხრაწლიანი მმართველობის შეჯამებისას აღნიშნა, ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
რუმენ რადევი ევროსკეპტიკურადაა განწყობილი და ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. მან პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის იანვარში დატოვა და არჩევნებში ჩაერთო, რომელიც რიგგარეშედ გაიმართა მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, წინა ხელისუფლება დეკემბერში გადადგა.
საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0