https://sputnik-georgia.com/20260420/iao-delegaciam-ilia-meoris-saplavze-berznulad-igaloba-298205169.html
IAO-ის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ ილია მეორის საფლავზე ბერძნულად იგალობა
IAO-ის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ ილია მეორის საფლავზე ბერძნულად იგალობა
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს, რომ საგალობელი შეესრულებინათ ძველ ბერძნულ ენაზე... 20.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-20T10:29+0400
2026-04-20T10:29+0400
2026-04-20T11:07+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0b/298069205_0:132:2560:1572_1920x0_80_0_0_26dcc1dfdaa3704712a47b2004a021b1.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო, იუწყება ქართული მედია. სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე აღევლინა - დელეგაციის წევრებმა ბერძნულად იგალობეს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები, საქართელოს 18 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართა.ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. დელეგაციის წევრებმა მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0b/298069205_145:0:2416:1703_1920x0_80_0_0_3310da73e92c0bea7167f2036c858734.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
IAO-ის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ ილია მეორის საფლავზე ბერძნულად იგალობა
10:29 20.04.2026 (განახლებულია: 11:07 20.04.2026) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს, რომ საგალობელი შეესრულებინათ ძველ ბერძნულ ენაზე, აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო, იუწყება ქართული მედია.
სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე აღევლინა - დელეგაციის წევრებმა ბერძნულად იგალობეს.
„გადაწყვიტეს, რომ საპატრიარქოდან ფეხით მობრძანებულიყვნენ სიონის ტაძარში, რომ თავიანთი ღრმა პატივისცემა და სიყვარული გამოეხატათ საქართველოს აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ. ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს, რომ საგალობელი შეესრულებინათ ძველ ბერძნულ ენაზე. პატრიარქის ავტორიტეტის მთელს მსოფლიოში დიდია და ეს ავტორიტეტი ყველა ჩვენგანს სიამაყით ავსებს“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები, საქართელოს 18 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. დელეგაციის წევრებმა მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.