ახალი ნომინაციები და პროექტები: რაზე შეთანხმებას მიაღწია კულტურის მინისტრმა იუნესკოში

© photo: AFP 2020 / JACQUES DEMARTHONიუნესკოს ლოგო
იუნესკოს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2026
გამოწერა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიძლება „ქართული ცხენოსნური თამაშები - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი და მარულა შეიტანონ
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ UNESCO-ს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვანი კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში UNESCO-ს მნიშვნელოვანი წვლილზე ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2025 წელს ქართული ხორბლის კულტურის - ტრადიციებისა და რიტუალების UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას და 2026 წლის ახალ ნომინაციას - „ქართული ცხენოსნური თამაშები - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“.
აღინიშნა, რომ მზადდება ნომინაცია დმანისის ჰომინიდების ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.
შეხვედრაზე განიხილეს UNESCO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, 2026 წელს კულტურული მრავალფეროვნების დღისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, ასევე, 2027 წელს ილუსტრატორისა და მხატვრის, მიხაი ზიჩის იუბილეს უნგრეთთან ერთად აღნიშვნის საკითხი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას „MONDIACULT 2025-ში" და ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას კრიზისულ ვითარებებში.
საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, მათ შორის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო პროცესს, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და შესაბამის საკონსულტაციო ორგანოებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ხალედ ელ-ენანი საქართველოს სამუშაო ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.
ყველა ახალი ამბავი
0