პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგა საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 31 და 42 წლის პირები ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის - „მეთადონი“, „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0