მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მადიარის პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა

© AP Photo / Denes Erdosპეტერ მადიარი
პეტერ მადიარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2026
გამოწერა
12 აპრილს გამართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები მადიარის პარტიის გამარჯვებით დასრულდა
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტია „ტისას” უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
12 აპრილს გამართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები მადიარის პარტიის გამარჯვებით დასრულდა - ბოლო ცნობებით, ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ ქვეყნის პარლამენტში 199 ადგილიდან 141-ს მოიპოვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დამარცხება უკვე აღიარა და აღნიშნა, რომ მისი პარტია „ფიდესი“, რომელმაც 52 მანდატი მოიპოვა, ქვეყნის სამსახურს ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გააგრძელებს.
იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორბანის პარტნიორია და ამ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებაზე დიდ იმედებს ამყარებდა, საქართველოში ოპოზიცია იმედოვნებს, რომ „ოცნებას“ ევროკავშირში დამცველები აღარ ეყოლება.
როგორც მადიარმა განაცხადა, იგი საქართველოს ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობას გააგრძელებს. მისი თქმით, უნგრეთი არ ჩაერევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და შესაბამისად, სხვა სახელმწიფოს არჩევნებში.
აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიარს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0