მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების საკითხი ახლა პრიორიტეტული არ არის

© photo: Sputnik / Кирилл Зыков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2026
გამოწერა
რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, აშშ-ის მონაწილეობით, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს, თუმცა ისინი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის შემდეგ აღარ გამართულა.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების საკითხი ამჟამად პრიორიტეტული არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
აღნიშნული განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმის ფარგლებში გააკეთა.
„მოლაპარაკებების განახლების თემა ახლა ჩვენი დღის წესრიგის ნომერ პირველი პრიორიტეტი არ გახლავთ“, — აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვი დადებითად აფასებს მოლაპარაკებების სტამბულის ფორმატში დაბრუნების იდეას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მოლაპარაკებებს თავს არავის არ ახვევს და ყოველთვის იქიდან გამომდინარე მოქმედებდა, რომ თუ პარტნიორი მზად არის, „მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება".
დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი თავს არ არიდებს დიალოგს და მზადაა განიხილოს შესაბამისი მოთხოვნა მისი მიღებისთანავე.
„როდესაც ვინმე ამისთვის მომწიფდება, წინადადებებით მოგვმართონ. ჩვენ კი ვნახავთ, რამდენად მისაღები იქნება შემოთავაზებული ვადები, ადგილი და დღის წესრიგი“, — განაცხადა ლავროვმა.
წელს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა, აშშ-ის მონაწილეობით, მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. პირველი ორი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს გაიმართა. მესამე შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. ყველა შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ მოლაპარაკებები აღარ გამართულა. კრემლმა აღნიშნა, რომ მოსკოვიც და კიევიც ვაშინგტონთან დიალოგს საკუთარი არხებით აგრძელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0