საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2026
გამოწერა
სამდივნოს სხდომაში თბილისში 11 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდის საქმიანობას შეაჯამებენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სამდივნოს სხდომაში თბილისში 11 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.
„ეს ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა, ერთმანეთს ავსებენ და არა ეწინააღმდეგებიან. ჩვენი დღევანდელი შეკრება განსაკუთრებულ დროს მოხდა. წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის იუბილეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გლობალიზაციის ეპოქაში, ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს.
„საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის, ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1993 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით დაარსდა მართლმადიდებელ პარლამენტარებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ამჟამად IAO-ს მუშაობაში 25 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დელეგაციები მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0