https://sputnik-georgia.com/20260418/saqartvelo-mxars-uwers-energetikis-ganvitarebaze-orientirebul-proeqtebs-ministri-298183916.html
საქართველო მხარს უჭერს ენერგეტიკის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს - მინისტრი
საქართველო მხარს უჭერს ენერგეტიკის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს - მინისტრი
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 18.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-18T11:38+0400
2026-04-18T11:38+0400
2026-04-18T11:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_817dcdb26a4b423aa323651cf9157ceb.jpg
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. მთავრობა აგრძელებს ყველა ინვესტორისა და დეველოპერის მხარდაჭერას, რომლებიც ზრდიან დადგმულ სიმძლავრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის შემდეგ.თბილისში გამართული ფორუმის დისკუსიის თემა იყო „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ფორუმი მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და დარგის წარმომადგენლებს სექტორში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.მინისტრმა ასევე ისაუბრა 10-წლიან სტრატეგიაზე და იმ გეგმებზე, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითკმარი. მისი თქმით, ეს გეგმა ენერგოსისტემის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებსა და რეალურ საჭიროებებზეა დაფუძნებული.„ვისაუბრეთ ასევე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და შევჯერდით, რომ მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ასევე ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეების მხრიდან საბანკო სექტორში გაზრდილ მიმართვიანობაზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკების პოზიტიური შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც სექტორში მნიშვნელოვან ძვრებს ადასტურებს.ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე მზარდი მოხმარების ფონზე.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_e65b2a86d278b606b3b93b9bf198b558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველო მხარს უჭერს ენერგეტიკის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს - მინისტრი
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. მთავრობა აგრძელებს ყველა ინვესტორისა და დეველოპერის მხარდაჭერას, რომლებიც ზრდიან დადგმულ სიმძლავრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის შემდეგ.
თბილისში გამართული ფორუმის დისკუსიის თემა იყო „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ფორუმი მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და დარგის წარმომადგენლებს სექტორში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა 10-წლიან სტრატეგიაზე და იმ გეგმებზე, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითკმარი. მისი თქმით, ეს გეგმა ენერგოსისტემის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებსა და რეალურ საჭიროებებზეა დაფუძნებული.
„ვისაუბრეთ ასევე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და შევჯერდით, რომ მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ასევე ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეების მხრიდან საბანკო სექტორში გაზრდილ მიმართვიანობაზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკების პოზიტიური შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც სექტორში მნიშვნელოვან ძვრებს ადასტურებს.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე მზარდი მოხმარების ფონზე.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.